ssissi'n blogi

ssissi
33, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

,განსჯა უფრო ადვილი ყოფილა, ბართოლომეო, ვიდრე სხვის გულში ჩახედვა"


28.11.2016

რეზო ინანიშვილი---"ნეკერჩხლის ხიდან გადმოვარდნილმა თავსაფრიანმა დედაკაცმა-ლამაზად მოვკვდეო,-სიკვდილის წინა წამებში,ჰაერში მოფარფატემ მუხლებზე გადაიფარა კაბის კალთა.."


გოდერძი ჩოხელი---"მარტოობით გადაღლილ-განაწამები,თავის მოსაკლავად გამზადებული ქალი რამდენჯერ შეჩერდება,ყულფს მოიხსნის,რაიმე არ მქონდეს უწესრიგოდ, სირცხვილიაო.."

სულ რომ გეფიქრება,ეს ის ქალობა თუ ის არტისტიზმია,რაც მოჭარბებულად არ ვიცი,ქართველების,არ ვიცი,ზოგადად,ჩვენი,ქალებისაა..



28.11.2016

როგორ მიყვარს ის ვიღაც ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა,
რომ ამ ჭკუიდან გადასულ სამყაროს არ ეკამათოს და გაჩუმდეს!..
ეს ადამიანი ვერც ლიტერატურის დარგში აიღებს ვერანაირ პრემიას - დაუწერელი, სამყაროში ყველაზე გენიალური ლექსების ძვლებით ტარების გამო და ვერც მშვიდობის დარგში აიღებს ნობელს - ამ უმაღლესი რანგის დუმილისთვის... მას არ სჭირდება მზის სათვალის ტარება ქუჩაში, რომ თაყვანისმცემლებმა არ გადაღალონ. იგი მშვიდად დადის ჩვენს შორის და როცა შემთხვევით ფეხზე ფეხს ვაბიჯებთ, ან გადაჭედილი ავტობუსის კარზე აკრულს იდაყვს გავკრავთ და ბოდიშსაც არ ვუხდით, იგი არ ბრაზდება და თვალებით ფანჯარას ეძებს, რომ გარეთ გაიხედოს...


"ერთს ნამდვილად მივხვდი, ყველაზე ტრაგიკული,ამავე დროს,ყველაზე კომიკურიცაა...
რომ შემეძლოს ჩემი ახლანდელი მდგომარეობის-გინდაც სულიერის,გინდაც ფიზიკურის-აღწერა,ადამიანების ნახევარი იხარხარებდა,ნახევარი იქვითინებდა!.."


30.11.2016

ნუთუ ოდესმე გათენდება ისე სუფთად
და ისე წყნარად,
რომ სიხარულით გაგვისკდეს გული.


30.05.2017

ერთმა ბერმა თქვა:საოცარი საქმეა! ჩვენ ისე ვლოცულობთ,რომ გვჯერა ღმერთს ესმის და ხედავს ჩვენს სიტყვებს, ხოლო როდესაც ვცოდავთ,ისე ვიქცევით, თითქოს იგი ვერ გვხედავდეს.


მარტო ჩემს ვაჟა-ფშაველას ვერ დააკლებს მიწისძვრა ვერაფერს,იმიტომ რომ ბუნების შვილია,იმის ძუძუ აქვს ნაწოვი იმიტომ,რომ ტყე მის ლექსებში უფრო ტყეა,უფრო ნამდვილია,ვიდრე თვითონ ტყე,წყაროც ასევე,მთაც,ყვავილიც ათასნაირი... იმიტომ.რომ ია იის მეტაფორაა და ტყე ტყისა... ვაჟა-ფშაველა გადაურჩება ყველა მიწისძვრას,რადგან არასდროს იქ არ იქნება...


24.03.2017

გიორგი ლეონიძე ხვდება გამსახურდიას,რომელიც ზის მოწყენილი და კონიაკს წრუპავს..რა გადარდებსო,ჰკითხა და

დარდი მაქვს,მძიმე,ძმობილო,
გულს დაბჯენილი რქითაო..
სხვით არაითა მშორდება,
თუ არ სასმელის სმითაო..-

უპასუხა კონსტანტინემ...


ჩვენ არყოფნიდან მოვედით

და ვნახეთ, ყოფნა რაც არი,

აზრი ამქვეყნად ყოფნისა

თითქოს არი და არც არი..

წინ-წყალი, უკან მეწყერი,

ცეცხლი და ბოლოს ნაცარი.

ბედნიერებას ვეძებდით,

მაგრამ ვერ ვპოვეთ მარცვალი..

სიკვდილი დედა ყოფილა,

სიცოცხლე – დედინაცვალი.


24.03.2017

ყველაზე მეტად მეშინია დაბნეულ ადამიანებთან დელიკატურად გამკლავებაში დაოსტატებულების. როცა შენს ზეცისამხდელ გულახდილობას ,,მოკრძალებით,, უპირისპირებენ თავიანთ ყელმაღალ და მელაკუდურ რაფინირებულობას...პირობას ვდებ: შეიძლება გავხდე შეშლილი, უგულო, თავხედი, სასოწარკვეთილი, უთავმოყვარეო და ათასი ჯანდაბა კიდევ, მაგრამ როცა ვიღაც თავბრუსხვევისაგან გადაქანცული მომეხეთქება, არასდროს ვაგრძნობინებ, რომ ,,პრიჩოსკა,, ამიჩეჩა..


Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti