მუსიკა წყნარი,
კოქტეილი,
კაფე "აზია",
ჭიქა მარტინი,
და ცხოვრებაც რა ლამაზია...
ბლუზის ჰანგები უერთდება
სინაზეს ფერთა,
ლამაზო ქალო, მოდი ერთად
წავიდეთ ღმერთთან!
ნაზია ღამე. არ მასვენებს
მრუში ფიქრები:
ხვალაც აქ მოვალ, თუ ცოცხალი
ისევ ვიქნები!
ახლა კი მოდით, დავასხათ და
ვინც არ დალიოს,
ვეღარ მოესწროს სიკეთეს და
დამდეგ ალიონს!
. . . . . . . . . . . .
ისევ მუსიკა,
კოქტეილი,
კაფე "აზია",
ცოტაც მარტინი,
და ცხოვრებაც რა ლამაზია.
ბლუზის ჰანგები უერთდება
სინაზეს ფერთა *THUMBS UP*
მე დამიხატავს............... ეს ქალი))*
წავიდეთ მზესთააან*
ხვალაც აქ მოვალ, თუ ცოცხალი
ისევ ვიქნები!
ცოტაც მარტინი,
და ცხოვრებაც რა ლამაზია.