davidlom'n blogi

davidlom
59, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

ჩემი უსასრულო ცა,
მზეზე გაკიდული თმები,
არ გინდა, არაფერი თქვა,
ისედაც ყველაფერს ვხვდები.

ჩემი უგონო ცა,
ცაზე უფრო ფართო ფრთები,
ცხოვრებას დავიწყებთ ხვალ,
მანამდე ყოველ დღე ვკვდებით!

ჩემი უსიტყვო ცა,
ცაზედაც თეთრი თმები,
ნუ მოხვალ,ისედაც, აქ
შენი ერთგული ვრჩები!

ჩემი წვიმიანი ცა...,
შენობას მოვეფარე კვლავ,
არ დავისველე თმები..
ჩემი საზღვაო ცა,
ახლა გასაშრობად ვჯდები..


გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები,

მთების ლურჯი კამარა, უცხო სამოთხეები?

კიდევ შეგრჩა თუ არა მხიარული თვალები?

თუ დრომ გადაუარა და ჩაუქრო ალები?

მივდიოდით მხარდამხარ და დრო გვეუარესა,

აწ არ ვიცი, სადა ხარ

და რომელსა მხარესა...



http://www.paris-26-gigapixels.com/index-en.html


მუსიკა წყნარი,
კოქტეილი,
კაფე "აზია",
ჭიქა მარტინი,
და ცხოვრებაც რა ლამაზია...

ბლუზის ჰანგები უერთდება
სინაზეს ფერთა,
ლამაზო ქალო, მოდი ერთად
წავიდეთ ღმერთთან!



პარიზი.

საღამო.
კაფე მოდებილო -
"Au Lapin Agile".
გარეთ მონმარტრია,

ქუჩა ტირიფების...
მღერის ვოდევილებს



მარხვა მოდაშია. პოზაა, სტილია. ... მარხვაზე ვარ – წუწუნი მოდაშია. შენი მოძღვარი, იმის მოძღვარი უფრო მაგარია.დარდის, ცოდვის გადაღმერთებაა მოდაში.

გიოც მარხვაზეა. ...
დღეს, დილის ექვსზე, ცოტა გვიანაც,

კედლის აქეთ მესმის მისი ლოცვით ჩურჩული
გიო არ არის მოდური
მან იცის ლოცვა.
როცა ის მიდის,
იატაკზე ვპოულობ ღმერთის ნაფეხურებს მის ოთახში.
... მეც ვმარხულობ....
მიწის სუნი ამდის თითებზე....
ვერ ვიმახსოვრებ სხვის დაწერილს,
ღმერთს ვერ ვუყვები სხვისი ენით,
ჩემი ლოცვა ჩუმია:
"იგი ვინც მიყვარდა ფრთებით დაიფარე"
ჩემი ლოცვა მიწვავს ენას, თუ ის ხმამაღლა წამომცდება.
აღვიძებს ჩემი სახლის სუყველა ვულკანს.

ჩემი ლოცვა არ არის მოდაში..
(ნაწყვეტი ეკა ქევანიშვილი)




გასამგზავრებლად მოვემზადები,
ნუ ტირი და ნურც საქციელს მიწყენ,
მეორედ აღარ შემიყვარდები,
რადგან პირველიც ვერ დავივიწყე.



წავალ იქ, სადაც მეტყვის ფოთლები,
სადაც ბოთლები სავსეა ღვინით,
სადაც მელიან ძმები, ლოთები
სათქმელს ამბობენ გიტარის სიმით.



აჰა, ის ჩოხა კვლავ მაქვს ჩაცმული,
შეკაზმულია ჩემი ტაიჭი
მაგრამ შენს გულს რომ ვყავარ დაბმული,
გთხოვ, ჯერ ამიშვი, მერე გამიშვი


“ჩვენ გვიყვებოდნენ ლამაზ ზღაპრებს მეგობრობაზე, ერთგულებასა და სიყვარულზე... ვიძინებდით და გვჯეროდა რომ გასკონელი გვარდიელები ვიყავით: ათოს, პართოს, არამის და დარტანიან ... რომ ვიქნებოდით ყველა ერთისთვის და ერთი ყველასათვის ! რომ ჩვენ ყველაფერს გადავიტანდით ! და სამყაროც მშვენიერი იყო, რადგან ვხედავდით დედის თვალებით„მხოლოდ ის გვინდოდა: ისევე ვყვარებოდით ჩვენს ქვეყანას, როგორც ჩვენ გვიყვარდა ის“

(ნაწყვეტები კ/ფ : "სანამ წვიმა გადივლიდეს"; "რემბო") 


და ნიავს მიაქვს ყვითელი ჩალა
იშლება შენი თმა თაფლისფერი
და სტირის ყვავი
ყვავი ყვანჩალა ლექსებში ასე რომ მოეფერე








ისევ მივდივარ... ისევ გშორდები ...
ისევ
მითვლიან წამებს ...






← edellinen 1 2 3 4 5 ... 35 seuraava
Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti