სადღაც თბილისში... გარეთ კი მონმარტრია ...
59, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

პარიზი.

საღამო.
კაფე მოდებილო -
"Au Lapin Agile".
გარეთ მონმარტრია,

ქუჩა ტირიფების...
მღერის ვოდევილებს

ოლივ ბესსელენის)
დასი - "Normandie".
საღამო.
პარიზი.
პოეტთა კაბარე -
კედლებს ანრეჟილის
ამშვენებს გუაში.
და
კარგად აღზრდილი
გარსონი მაბარებს
ანგარიშს,
რომ ერთ დროს...
რომ თურმე...
და . .
და თურმე მალარმეს,
უყვარდა "Élisée"
(
კერძია ერთგვარი)
და შანდონ მოეტი.
სულაც არ ანაღვლებს,
დღეს,
სადღაც თბილისში,
რომ იქნებ ძალიან,
მწერლებს და პოეტებს
შიათ ან წყურიათ -
ჰკიდია ცალ ფეხზე...
პარიზი.
საღამო.
13
მარტია.
- Café, s il vous plaît...
- Seulement?
- Oui... Merci!
ვზივარ კაფეში და
გარეთ მონმარტრია.

43 näyttökertaa
 
Kommentit
tamrii 13.02.2010

მშვიდობა თქვენს გამოჩენას ბატონო დავით:)

juditi 09.02.2010

Sooors mindaaaaaa..axla wvimdaaaa)*

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti