davidlom'n blogi

davidlom
59, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

აგვისტოს სუნით და ხვატით სავსეს



მე ისევ მოგწერ ბარათს შორიდან,



მერე, უშენოდ რომ ვეღარ გავძლებ,



მოვალ და დილის მზის სხივს მოგიტან...



და დაიწყება მერე თავიდან



ფშავში ბუხრისპირს თქმული ამბები,



მე შევუყვები მოჩითულ ფერდობს,



ივრის ფშანებში დაგეკარგები...



ვიხეტიალებ ატეხილ ტყეში,



სოფლის სიავის თვალით მნახავი,



... და თუ მიპოვი,



სულ ლექსად გეტყვი,



სულს ტკივილები როგორ აწვიმდა,



დამაკოცნინე შენი თვალები დღეს



და აღარასდროს აღარ ამტკივა...


ჩემგან დათელილი ბალახები


ისევ ამჩნევია მუქოს სერებს.


ნეტავ, უჩემობას ერთხელ მაინც


ისე, უბრალოდ თუ გამიხსენე...


მე უკვე აქ აღარ გამეძლება,


ფშავში მარტო რატომ გამომიშვი.


ნუღარ მესიზმრები მაინც, ღმერთო,


შენს იქით ლოცვაც აღარ ვიცი...


აი, ჩამოვალ და გავიხარებ,


უშენობას აღარ გავიხსენებ.


რატომ გამომიშვი ფშავში მარტო,


საოცნებოდ რატომ გამიმეტე?!


გზა-გზა გადამკაწრეს ასკილებმა,



არაგვს მოვუყვები დაღმა,



შენი ნახვის ფასად ვითმენ ატირებას,



ძლივს ვითმენ ტკივილს და დაღლას.



წამლად ვსვამ პირიმზის ნამის ნაჟურს,



დილანდელ წვიმისგან შემრჩალს.



რაც მტკივა, რაც მკლავს და მენატრება



და რაც მესიზმრება, შენ ხარ!



დროდადრო ვიგრილებ ნაეკლარებს,


ცოტაც და... მოვაღწევ ქალაქს...




თოვლიანი გზებია შენ რომ გელოდებიან

და თეთრ სიზმარს რომ ჩუქნიან ფიქრებს

დათოვლილი წლებია შენ რომ გეფერებიან

ფიფქებს იქით დაგინახო იქნებ










03.08.2009



უკვე მივდივარ უსიტყვოდ
უკან მოუხედავად დაუჩივლებლად
არაფრის მიუღებლად და არაფრის მიუცემლად
მომავალი გზის უნახავად მივდივარ

არც სიმწყრალეა არც სინანულია გულში
თითქოს შენთან ერთად დავდივარ
ყოველ ნაბიჯზე შენი ხმა მშორდება
უკვალოდ მივდივარ

შენს მოსვლისას გული არ გამეტეხა
გული სიმღერით არ დამეღალა
მე შენსავით არავინ არ ჩამეხუტა
შუქის ჩაუქრობლად მივდივარ





შენში სინათლეა ჯერ არგაგონილი,
ჩემკენ ძველებურად მსხვილი წვიმებია...

მიდის ეს ცხოვრება ისევ ჟარგონულად -
ძვლებში ტკივილები იმტვრევინებიან.

ჰოდა,
განგებასთან ახლა კვლავ ვთავხედობ,
რა ვქნა,
ჭრილობები მინდა გამიმთელდეს,
მინდა შენს თვალებში ისევ ჩამახედო,
გულზე რაღა ვთქვა და...
სულშიც გამითენდეს.

მინდა,
შენი სუნთქვა ვთვალო ათასამდე,
ცაზე ვარსკვლავია ალბათ მილიარდი...

მოდი,
მომეკარი,
სანამ დაგვთარსავდეს,
ვინმე ბოროტი და...

ზურგით მივტრიალდეთ

ყველა ამქვეყნიურ დავიდარაბისგან...

ნაღდად სიკვდილია დგომა ამდაგვარი...

სანამ ვინმე ცუდმა ბედთან დაგვაბეზღა,
ჩვენთან მოსასვლელი მოვჭრათ გზა და კვალი.


თუმც არაფერი ხდება შემთხვევით,


მაინც შემთხვევით გადამეყრებით.


- მუზა - პოეტი ხელზე გემთხვევით.


მე - მარტოხელა, თქვენ - ქმარს ეყრებით.


თვალებმა გიგრძნეს ყველაზე ადრე,


გულს ამიტომაც ვერ დავაყვედრი.


მე მეშინია არ შემიყვარდეთ!


და გავურბივარ თქვენთან შეხვედრას.


რადგან პოეტებს სევდა გვიტაცებს და


ჩვენ სხვადასხვა გვწამს სინამდვილე.


მე _ სიყვარული მარგარიტასი,


თქვენ _ ვინც ცხოვრებას გაგიადვილებთ.


რომ მერგებოდა ასეთი ხვედრი


ოჰ, გულმა იგრძნო ყველაზე ადრე.


ღელვას მომიტანს წამი შეხვედრის,


მე მეშინია არ შემიყვარდეთ!


- მუზა - პოეტი ხელზე გემთხვევით,


და


არაფერი ხდება შემთხვევით...


აქ მზე თავდება! სხვა იტყოდა, თავდება გზაო,
მაგრამ სხვა არ ვარ და ამდენად, მეპატიება -
მე შეიძლება განვაცხადო, რომ უშნო ცაა
და წვიმის ნაცვლად მოვიყვანო სერპანტინები,
ასე რომ ვამბობ: გზა კი არა, აქ... მზე თავდება!არადა იყო საკმარისი მზეც და მანანაც...
დროც, როცა ღმერთის არსებობის იმდენად მწამდა,
რომ თავს საოცრად უხერხულად გრძნობდნენ მავანნი
და სახელითა მამისათა ნელ ცეცხლზე მწვავდნენ
იმდენხანს, ვიდრე უღმერთობას არ ვიწამებდი.

მერე კი, მერე ყველაფერი გაიშვიათდა:
ჟანგბადიც, ღმერთიც, უღმერთობაც, მორალიც, დოგმაც,
ბედიც, რომელიც აღარც მახსოვს ავირჩიე თუ
მემკვიდრეობით ალბერტ პ-სგან მივიღე როგორც
უკანასკნელმა საპატიო…


ივლისის 19-ია, გამოთვრნენ მუზები.
და სულაც არ მინდა, რომ შენზე დავწერო.


Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti