ana'n blogi

ana
44, Georgia (ent. Gruusia)

05.07.2012

მე დავამთავრე
სიყვარულის
დამარცვალება,
მე დავამთავრე ჩემი
გულის გარდაცვალება,
ის სიყვარული
დავამთავრე მე რომ
მიყვარდა
და ისიც თითქოს
ყველაფერი გულს რომ
მიკლვდა.
არც მემეტები,მაგრამ რა
ვქნა არც შენ დამინდე,
არცერთი სიტყვა
სიყვარულის მე არ
გამინდე,
მე ქარავნებით მოგიზიდე
ლამაზი ბედი
შენ კი შავ-თეთრად
შემიღებე ცხოვრების
ხედი.
მე ვოცნებობდი დაეხატე
უფუნჯოდ მხატვარს,
რომელიც ჩემში იმალება
და სულ შენ გხატავს,
სულ ის მინდოდა
მოსულიყო შენთვის
ზამთარი
რომ ჩემს სხეულში
მომეძებნე სადღაც
გამთბარი.
სულ ის მინდოდა
მიყვარხარო ჩემთვის რომ
გეთქვა
და ამ სიტყვებში ჩემი
გული რომ დაგესეტყვა
ბევრი მინდოდა ალბათ
ბევრი, რაც არ მერგება
რაც არ მეკუთვნის, ხომ
მაინც არ შემერგება.
შენ არ გამტყუნებ
ყველაფერი ჩემი ბრალია
რომ არ გიყვარდი
ჩემთვის ხომ არ
დაგიმალია?
მე ვარ ასეთი,შენ რას
გერჩი, ყველას ხიდი ვარ
ყველა ზედ მივლის,
მაგრამ თავად საით
მივდივარ?
ჩემთვისაც არის სადღაც
გზები, მაგრამ ვერ ვხედავ
ან ბრმა ვარ, ანდა კიდევ
წასვლას ვერ ვბედავ,
მე რომ წავიდე რა ვქნა
მერე, ვის მიგაბარო?
ნუთუ არ ჯობდა ერთხელ
გეთქვა რომ მიყვარხარო?
ალბათ არ…


01.01.2011



05.07.2012

როცა შემხვდები არ
მომეხვიო, თუ მომეხვევი, არ
მაკოცო და თუ მაკოცებ არ
შემიყვარო, თუ შემიყვარებ-
გთხოვ არ დამტოვო!!!


05.07.2012

მხოლოდ ადამიანს შეუძლია იყოს ასეთი : უყვარდეთ ერთმანეთი – ღალატობდნენ, უნდოდეთ ერთად ყოფნა – გაურბოდნენ ერთმანეთს, იცოდნენ რომ შეცდომას უშვებენ – მაინც განაგრძონ იგივეს კეთება, უნდოდეთ მოფერება და ჩახუტება – ამის მაგივრად მიაყენონ ერთმანეთს რაც შეიძლება დიდი ტკივილი.


Siyvaruli unda moicavdes yvelafers,Siyvaruli surgdzelia,Siyvaruli qvelmoqmedia,ar shurs,ar chadis borotebas,ar ampartavnobs,igi ar xarobs sicruit,aramed,cheshmariteba axarebs mas,Siyvaruli yoveltvis itmens,yoveltvis scams,yoveltvis imedi aqvs da igi arasdros mtavrdeba,yoveli dge siyvarulisaa,rame tu yoveli dge"gvtisaa"Siyvaruli kacobriobis moraluri mzea,da es mze,asxivosnebs yoveli adamianis suls....


13.08.2011

ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს.
ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით.
მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს.
სიხარულს მოგგვრი, მოგიტან პეშვით

ქალი ხარ, ნაზი იების მსგავსი.
ჩემთვის ხატებას რომ უტოლდები.
დარდით ნუ მოსდე მაგ ჩვილ გულს ხავსი.
არ მოამტვრიო სხეულს ტოტები.

შენს სილამაზეს შევასხამ ფრთებს და
მერე თუნდ გავქრე, სულ დავიფერფლო.
შენი დალოცვა ყოველ წამს მსდევს და
არ მსურს უშენოდ რომ გავიდეს დრო.

უპატიებელს მპატიობ მუდამ.
თვალებს ჩამორეცხს ცხელი ცრემლები.
შენ გულს ხომ თბილი გრძნობები უნდა.
მუხლდაჩოქილი მოვალ ვედრებით.


05.01.2011

სიყვარული ამ ქვეყნად მოვლენილ ყველა არსებაში ერთ-ერთი უმთავრესი გრძნობაა. ყველაზე კაშკაშა გამონათებაა, ყველაზე დიდი ძალაა, რომლის დამამარცხებელი ძალაც არ არსებობს. 


27.02.2011

რომ მომენატრე დაგიწერო?
და ვითომ რატომ?
რომ დავიღალე დაგიწერო?
რომ მართლა ვდარდობ?
რომ გეძებ გითხრა ,გაგიმხილო?
ნეტავ ეს რაღად?
ხომ იცი მე დღე სიხარულო
შენი დღით დამაქვს?!
შენი ღიმილით მომესალმა
პირველი ფიფქი
მერე თბილ საწოლს გაეპარა
შენს გზისკენ ფიქრი...
მერე სიხარულს მიაწება
ლოდინმა ცრემლი,
ხომ იცი აქ ვარ და შენსავით
არავის ველი?!
რომ მომენატრე გაგიმხილო?
ისევ გაგაგენდო?
თუ არ გაგიმხელ გაბრაზება
არც კი გაბედო!
რადგან შენ იცი,რა აზრი აქვს
მოვედო ალთას...
რამდენჯერ მითქვამს არ დავიწყებ
ათვლას და დათვლას...
მასწავლე უკვე არა თქმულით
არამედ თვალით
შეგრძნება,და თქმა ბედნიერი
ვიქნები ხვალით...
ვზივარ და ჩემს ფიქრს ვებუტები,
რას ვემართლები?
ცხადზე ცხადია რომ მიყვარხარ…


14.08.2011

ჩვენი მეგობრობა, ჩვენი
სიყვარული,
ღმერთს ვთხოვ სულ უცვლელი
ყოფილიყოს ,
ჩვენი მეგობრული სიყვარული,
სხვისთვის მაგალითი
ყოფილიყოს ,
ჩვენი მხიარული სახეები
არასდროს მწუხრით არ
შეცვლილიყოს ,
ჩვენი უცოდველი ნაბიჯები,
მუდამ მისაბაძი ყოფილიყოს.
გაჭირვებაში,ლხინში თუ ჭირში,
სულ მუდამ ერთად
ვყოფილიყოთ ,
ცხოვრების მკაცრი კანონები,
ჩვენი მეგობრობით
დაგვეძლიოს ,
ღმერთი გვფარავდეს და მუდამ,
მისი მორჩილები ვყოფილიყოთ !


14.08.2011

წვიმავ, შენი ნახვა ისე გამიხარდა...
უსასრულოდ მინდა ვწერო შენზე ახლა,
ამოდენა სევდამ,ამოდენა დარდმა,
გული დამიღალა, საღი ვეღარ დამრჩა,
ისე ფეთქავს ხედავ? ისე ღელავს ხედავ?
თითქოს ეს-ესაა, აღმართს ამოასკდა...
წამიყვანე შენთან, წამიყვანე ჩქარა,
ჰორიზონტის იქით, ჰორიზონტის გაღმა...
ღაპა-ღუპით მოგდის, ცრემლებს შენც ვერ მალავ,
სველი დარდით ზურგზე, გალუმპული დახვალ,
ისე გამიხარდა, წვიმავ, შენი ნახვა,
ისე გამიხარდა...ისე გამიხარდა...


Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti