ana'n blogi

ana
44, Georgia (ent. Gruusia)

30.12.2010

სიყვარილის წმინდა ცრემლებს გაუმარჯოს, გულიდან რომ უნებურად გადმოდიან, მოვლენ თვალთან,გადმოსვლას არ კადრულობენ სცხვენიათ და ისევ გულში ბრუნდებიან....... ერთგულების მაცდურ ცრემლებს გაუმარჯოს, ნუგეშით რომ თვალის გუბეს დასდენია, ვნებით სავსე იმ ცხელ ცრემლებს გაუმარჯოს პატარძალს რომ პირველ ღამეს დასდენია......... განშორების მწარეცრემლებს გაუმარჯოს, უკითხავად ყველასგან რომ გაჩნდებიან, მწუხარედ და უნუგეშოდ რომ გვაქცევენ, და თვით მწარე მოგონებად დაგვრჩებიან....... და იმ ყველა დარჩენილ ცრემლს გაუმარჯოს, რომელიც კი ოდეს ვინმეს დასდენია, სულერთია ტანჯვისა თუ სიხარულის გაუმარჯოს თუკი მართლა ცრემლებია.



30.12.2010

ისევ მიყვარხარ, ვაღიარებ, ისევ მიყვარხარ,
გულს ვერ ვუბრძანე, დავიწყება შენი ვერ შეძლო,
შენზე ფიქრები ისევ მპარავს მე ძილს ხანდახან,
რა ვქნა, მირჩიე, რომ მე უშენოდ სიცოცხლე შევძლო.
გაცრეცილ წარულს ვებღაუჭები შიშველ ხელებით,
მაგრამ დამღალა სიყვარულთან უაზრო ბრძოლამ,
ვერ გამიგია მინდა თუ არა წარსულს თან გაჰყვე,
განა აზრი აქვს საკუთარ თავთან ჭიდილს და ბრძოლას?
დღეები გადის, დრო არ ჩერდება, მიქრის უაზროდ,
და ან ფიქრებში კიდევ ერთხელ გათენებულა,
მინდა იცოდე, არც სიყვარული გამქრალა ჩემი
და არც ტკვილი შენი დაკარგვის განელებულა.




30.12.2010

”რა არის სიყვარული?
ისეთი არაფერი...თვალებს დახუჭავ და მოვა...


30.12.2010

უსიყვარულოდ ქვეყანაზე ღიმილი კვდება,
კოცნის სურვილიც იკარგება უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდ გული გულსაც ვეღარ პოულობს
და ვერც სიცოცხლე ვერ ზეიმობს უსიყვარულოდ.


უსიყვარულოდ დედის ხელსაც ვეღარ დაკოცნი,
მზის სხივიც კი იკბინება უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდ ბაღში ვარდიც ჭკნება უაზროდ,
წყაროც კი შრება მარტოსული, უსიყვარულოდ.


უსიყვარულოდ სიმღერაც კი მოსაწყენია,
უსიყვარულოდ დედის ძუძუს რძეც კი გაურბის
და არც მერცხლები ბერდებიან უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.


უსიყვარულოდ მარტოსული სიკვდილი მოდის,
საფლავიც ქრება უპატრონოდ, უსიყვარულოდ...


31.05.2012

ჩვენ ვერ ვამჩნევთ იმას,რასაც ფეხით ვთელავთ….მაგრამ მაინც გვავიწყდება ცაში ახედვა…. ათას თვალს ვხედავთ,მაგრამ გვავიწყდება საყვარელი თვალების ფერი და სითბო… რთულ და გაუგებარ საკითხებზე ვსაუბრობთ,მაგრამ ხშირად გვავიწყდება ის,რაც ელემენტალურია… ხშირად ტყუილს ვამბობთ იმიტომ,რომ სიმართლის გვეშინია…. მილიონ სიტყვას ვამბობთ,მაგრამ მთავარის თქმა ყოველთვის გვიჭირს…. კოშმარულ სიზმრებს ვყვებით და გვავიწყდება ყველაზე ტკბილი სიზმრები… ვიცით, რომ სურვილი არ ასრულდება,მაგრამ მაინც ვეძებთ ხუთფურცლიან იასამნის ყვავლის,როგორც ბავშვობაში… ასობით ადამიანს ვხვდებით,მაშინ როცა გვენატრება მხოლოდ ერთი… ვიღიმით მაშინ როცა სინამდვილეში ტირილი გვინდა…. ვამბობთ,რომ ყველაფერი კარგადაა,როცა ძალიან ცუდად ვართ… ხელებს ჯიბეებში ვიწყობთ,როდესაც ხელის ჩაკიდება გვინდა…. ვუსმენთ მუსიკას,როდესაც გვეშინია სიჩუმის… უამრავ რჩევას ვაძლევთ სხვას,მაგრამ ვიცით ,რომ ჩვენ თვითონ მასე ვერასოდეს მოვიქცეოდით….…


11.08.2011

ისევ შემოგხედე თვალებში..
ისევ ამითრთოლე გული...
ისევ ჩერდებოდნენ წამები..
ისევ მომიწამლე გული..
ნეტა არასოდეს მენახე..
აღარ დამჩაგრავდა სევდა
ვეღარ მოვაღწიე შენამდე...
აღარ გამიღიმა ბედმა...
ისევ გაყინული სიჩუმე..
ისევ აირია გზები..
ისევ მომხიბვლელი ღიმილი..
ისევ სიყვარულით გელი..
ნეტავ ღმერთმა ცრემლი მაკმაროს..
სადღაც გაქრებოდა დარდი..
აღარ ვიტირებდი არასდროს..
ოღონდ გყვარებოდი წამით...


16.03.2011

რა უცნაური ღამეა თბილი და იდუმალი თითქოს ზღაპრიდან გამოპარული ვფიქრობ შენზე და ღმერთზე.
ვინ ხარ? აქამდე სად იყავი? ასე რატომ ააფორიაქე ჩემი მშვიდი სამყარო? იქნებ ეს ის გრძნობაა,
ბავშვობაში რომ უნდა სტუმრებოდა სულს, ან ცოტა მოგვიანებით.
რაღა ეხლა მომადგა და გაცოფებული შემომათოვა დამქანცველი ფიქრები?
მე არაფერი არ ვიცი დარწმუნებით. მხოლოდ ის ვიცი, რომ ვერ დაგივიწყებ ! მიყვარხარ ! მიყვარხარ და მენატრები !
ახლა ჩემი ნებისმიერი ძარღვი რომ გადახსნა, სიყვარულის სისხლი ამოხეთქავს უნატიფეს შადრევნად...
ნუთუ ყოველთვის ასე უცნაურად იბადება სიყვარული? მე არც მახსოვს რას ვაკეთებდი შენამდე,
ან საერთოდ როგორ ვცხოვრობდი...შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ ოთახში ჰაერზე…


27.02.2011

ბედნიერების მოლოდინში გავა ეს ღამეც
და დაიწყება მოგონების ვრცელი სიზმარი,
შენი გრძნობების მოლოდინში დავხუჭავ თვალებს
და თუკი ისევ გენატრები ჩუმად მითხარი...
შენზე ოცნების მილოდინში ჩავა ეს მთვარეც
და გათენდება უიმედო დილა უშენოდ,
შენი გრძნობების ტყვეობაში გავახელ თვალებს
და დავფიქრდები ჩემს ოცნებებს როგორ ვუშველო...
ამეშლებიან მოგონების ჩუმი ფიქრები
და გვერდს ჩამივლის მონატრების ცივი ზმანება,
თუმცა ვიცი რომ შენი გრძნობის მონა ვიქნები
და გაგრძელდება უსასრულოდ ჩემი წამება...
მაინც ვეცდები დაგივიწყო შორეულ სიზმრად
და ჩემს ოცნებებს დავუმსხვრიო ყინულის ფრთები,
მაინც ვეცდები რომ გაქციო წარსულის ბინდად
და დავივიწყო ის ლამაზი შენი სიტყვები...
მაგრამ ვიცი,რომ მონატრება ჩემზე მაღლა დგას
და ამ მოლოდინს ვერ აშინებს წარსული სევდა...
და თუ გონება ჩემს მაგივრად ნაბიჯს გადადგამს,
ამ ნაბიჯებით მონატრება მომიყვანს შენთან.


05.07.2012

ახლა რომ რეკავდეს ბოლო წამი,
სუნთქვა ჩაიძიროს ფერმკრთალ დროში,
მაინც შენ იქნები სალოცავი
სულის მოკანკალე კენწეროში.

ისე მენატრება შენი თმები,
თოვლით დაფიფქული ბილიკები,
ჩემთან რომ მყოლოდი, გეფიცები,
შენთვის სუნთქვასაც კი მივიკლებდი...

უკვე გაზაფხული შემოვარდა,
შენზე ფიქრები რომ დამიფეთა,
ტყემლის ყვავილობამ ის თოვა და
შენი მონატრება დამიბედა...

თანაც გაზაფხული ისე მოდის,
ასე მგონია, რომ მირიგდები...
შენს თავს გეფიცები, რომ მყოლოდი,
შენთვის ჰაერსაც კი მივიკლებდი...


05.07.2012

ვიბადებით სიყვარულისთვის და ვკდებით სიყვარულისთვის..... სიყვარული არ გვეკითხება ვინ ვართ? რა გვინდა? რატომ უნდა შევიყაროთ? ის უბრალოდ გვჩუქნის უსაზღვრო სიყარულის ულამაზეს ბედნიერებს და ცოტა ცრემლებს იმიტო რომ ჩვენ ეს ყველაფერი რეალურად აღვიქვათ, არადა ცოტა რომ ჩაუფირდე მიხვდები რომ ის ოცნებასავით ლამაზია და სიზმარივით ფრთხილი ... მაგრამ რატომღაც ადამიანები ვერ ვეგუებით მონაპოვარს და იმას რაც სიყვარულმა გვაჩუქა და სულ ვცდილობთ რაგაც გავაფუჩოთ და ვცდილობთ ჩვენივე ხელით გავაქროთ სიყვარული.


Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti