არა და არ გიცნობ
97, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

იცი? მაკვირვებს ერთი რამ, საერთოდ არ გიცნობ თითქმის,

სულ რამდენჯერმე გიხილე, ამაზე „გიცნობ“ არ ითქმის.

მიუხედავად ამისა, რაღაც უცნაურს მმართებ,

ფიქრებს ხომ ალყა დაარტყი?!უკვე გრძნობებსაც მართმევ.

სულ ვნერვიულობ, ვფიქრობ, მაინტერესებს სად ხარ,

ნაღდად არ ვიცი რა მჭირს, მემგონი გულში მყავხარ.

მინდა თითებზე შეგეხო, მინდა ჩაგკიდო ხელი

და ამ უცნაურ ქმედებას, რატომღაც მაგრად ველი

მინდა რომ მუდამ გხედავდე, არ მოგაშორო თვალი

არა და ისე არ გიცნობ, რომ შენით ვიყო მთვრალი

იცი, კიდევ რა მაკვირვებს? უშენოდ ვერ ვარ კარგად

არადა თითქმის არ გიცნობ, მაინც მიყვარხარ მაგრად.

3 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti