sandro-aleksand'n blogi

sandro-aleksand
97, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

15.12.2013

ამბობენ ძლიერნი არასდროს ტირიან,

თურმე მაგათთვის არ არის ავდარი,

უბრალოდ ეს ხალხი უჩუმრად ყვირიან

იქ სადაც არც ერთი თვალ-ყური არ არი.

ამბობენ ძლიერებს არაში ჭირდებათ

ნამდვილი გრძობები და სიყვარული.

იცოდეთ ძლიერზე როცა გეფიქრებათ,

ტკივილზე ღიმილი აქვთ დაგაკრული.

15.12.2013


15.12.2013

როცა მთვარე შეაპარებს სიფერმკრთალეს წყვდიად ღამეს,

მაშინ იწყებს ეს გრძნობები დაუნდობელ სიელვარეს.

და როდესაც აკორდები აკუსტიკურ ჰანგებს ქმნიან,

სისხლძარღვები სიმებივნით მუსიკის ქვეშ ნაზად თრთიან.

არ ჩერდება გონებაში იდეების მძიმე სეტყვა

ყელში მაჭერს, მეჩხირება ფორიაქით გულის ფეთქვა.

არ ვენდობი საკუთარ აზრს, არ არსებობს პანაცეა,

დავრჩით ღამის უკუნეთში მხოლოდ მე და ემოცია.

27.11.2013



15.04.2014

თითქოს ყოველი დღე სივრცედ იწელება

ფიქრით, როდის მეტყვი - დროა შევხვდეთო.

ჩემი მოლოდინი ვერც კი იწერება,

არც დაიხატება რომ ვერ შეხედო.

შენგან სიტყვას ველი, ჩასაფრებული ვარ,

იქნებ წამოგცდეს და მითხრა დრო არის,

მაგრამ მალოდინებ, მე კი მორჩილი ვარ

შენი სურვილის და შენი მორალის.

18.01.2014


ქალი რომ დაგითქვავს პაემანს თავისთან

დაგხვდება გამომწვევ კაბით და მკლავებით,

შენ უნდა გახსოვდეს რომ უცხო არის და

დაკეტე ზურგს უკან ოთახის კარები.

არ უთხრა ყავაზე გადაჭრით უარი

,ალკოჰოლს თუ დალევთ, მან მეტი დალიოს,

როდესაც დათვრება გულდასმით უარეთ

რომ შენმა ფიქრმა და ზრუნვამ გადარიოს.

ლექსი წაუკითხე ალერსზე ხმადაბლა

ეცეკვე მგზნებარედ, თამამად, უხეშად...

ასწავლე ტუჩებით ტუჩებზე გადაბმა

და კოცნა აქციე სევდიან ნუგეშად.

უთხარი, რომ მისი სუნისგან ირევი

რომ მისი სხეული აპრილზე ნაზია

დათვალე კაბაზე ნამცეცა ღილები

პეპლებად დაბერილ მკერდზე რომ აზია.

აჩვენე ნიღაბი, რომელსაც მოიხსნი

მიხვდეს რომ მარტო ხარ და მისით აივსე,

მსუბუქი მისი თმა სახეზე მოისვი,

ბევრი ესაუბრე ვნებაზე, მაისზე.

გაჩუმდი…


მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ,

ამ ბოლოს დამჩემდა ფიქრი და ანკესი,

სიყვარულს ძალიან ხმამაღლა ვყვირივარ,

სიყვარულს ვყვირივარ და შენ კი არ გესმის.

დაცურავს კალმახი და ჭალის კანაფებს,

მივყავარ სადღაც და ვეჩვევი ხეტიალს,

შენსავით ამ ქვეყნად არ ვნატრობ არაფერს,

თუმც ძაღლის ყველაზე უბედო ბედი მაქვს.

წვებიან დღეები მოდიხარ ჩემთან და

მწყემსივით გარეკავ ამ დარდს და კაეშანს,

მზეც ისევ გაწვება დაღლილი კლდესთან და

თუ ლექსებაცრილი საღამოც დაეშვა -

კვლავ მუზებს ვისტუმრებ, გრძნობების ექიმებს,

ისევ პოეზია... ღამე და ანკესი,

სიყვარულს ვდუმვარ და სიყვარულს ვყვირივარ

ვიცოდე ნეტავი შენ ვერ თუ არ გესმის -

მიყვარხარ, (ეს ისე) მიკვდება გული და

კანაფის საშინელ -…


გავხდი შენი გრძნობის ემიგრანტი

სისხლი ადუღდა და შეფერადდა,

რადგან იმნაირად შემიყვარდი

როგორც კვაზიმოდოს ესმერალდა.

მკრთალი ოცნებები შეიფარე

დედის საოცარი სახელი გაქვს,

რადგან იმნაირად შემიყვარდი

როგორც ყრმა ჟოფრეის ანჟელიკა.

სრულად ამ ბოლო დროს ჩემი ხარ და

გულზე იმედები მომეფინა,

რადგან იმნაირად შემიყვარდი

როგორც ნაპოლეონს ჟოზეფინა.

სულში დამწყვდეული ლეტარგია

დროის სტრიქონებით ვურიე და

ვიცრე ისეთივე სიყვარული

როგორც რომეომ და ჯულიეტამ.

ტანმა ჟრუანტელი შეიფარდა

ვნებაც სისხლძარღვებში შეაბიჯებს,

რადგან იმნაირად შემიყვარდი

როგორც ყმაწვილ დანტეს ბეატრიჩე.

ვწერ და ვფიქრობ ზემოთ ჩამოთვლილებს

სჭირდათ შეგრძნებათა ანემია,

მაგრამ როგორც მე შენ შემიყვარდი

ისე არცერთ მათგანს ჰყვარებია.

გწამდეს . . .


15.04.2014

ურმე შეიძლება დავიბნე შორიდან,

ნდა ამათრთოლოს შენმა პროექციამ,

იყვარდეს მონატრება უცნობი გრძნობიდან

ცხო სიტკბოებით სულს რო მოექცია.

აფიქრი წუთები, გაცრეცილ ფურცლებად

ზრთა მიმოფრქვევით გრძნობის ტყვეობაში,

ოგჯერ ემოცია ნახატი უცვლელად

თასჯერ შევიგრძენი შენზე ოცნებაში.

ოცა შენზე ფიქრმა სრულად დამიმონა,

ითვისა გულის ყველა აფეთქება,

ატვრად წარმოგთქვი და სულმა გაიგონა

ა თუ სანუკვარი მართლა ამიხდება,

ისფერი ზეცა მზისფრად გამინათდა,

სე ნაოცნებარს სიტკბო მეღირსება.

29.01.2014


15.04.2014

ხეზე შემორჩენილ ფოთლებს აფრიალებს

ქარი ცივი და სულში გამტარი,

შენზე ჩახუტება ფიქრით მატიალებს

ოცნებებითა მაქვს გული გამთბარი.

ხეზე შემორჩენილ ფოთლებს ეწვიმება,

ვეღარ შრიალებენ ნამში,

შენი პროექცია გულზე მეფინება

მილიონჯერ გფიქრობ წამში.

17.01.2014


განა ცვალებადი ხასიათი ვიცი?

პროსტა ემოციებს ვეღარ ვუმკლავდები.

ზოგჯერ ბედნიერი ღრუბლებში დავფრინავ.

ზოგჯერ ცრემლიანი სურათებს ვაკვდები.

განა ცვალებადი გრძნობა დავიჩემე?

იცი, შეგრძნებები გულში ითქვიფება.

ზოგჯერ მონატრებით ფიქრში გამიელვებ,

მაგრამ უშენობა სულზე იტვიფრება.

მე კი ვიტყუები, ვითომ არ მიყვარხარ?!

ვითომ გავექეცი კუპიდონის ისარს.

მაგრამ ჩუმად გეტყვი, მუდამ შენზე ვფიქრობ

და მე ეს ფიქრები უსასრულოდ მიყვარს.


იცი? მაკვირვებს ერთი რამ, საერთოდ არ გიცნობ თითქმის,

სულ რამდენჯერმე გიხილე, ამაზე „გიცნობ“ არ ითქმის.

მიუხედავად ამისა, რაღაც უცნაურს მმართებ,

ფიქრებს ხომ ალყა დაარტყი?!უკვე გრძნობებსაც მართმევ.

სულ ვნერვიულობ, ვფიქრობ, მაინტერესებს სად ხარ,

ნაღდად არ ვიცი რა მჭირს, მემგონი გულში მყავხარ.

მინდა თითებზე შეგეხო, მინდა ჩაგკიდო ხელი

და ამ უცნაურ ქმედებას, რატომღაც მაგრად ველი

მინდა რომ მუდამ გხედავდე, არ მოგაშორო თვალი

არა და ისე არ გიცნობ, რომ შენით ვიყო მთვრალი

იცი, კიდევ რა მაკვირვებს? უშენოდ ვერ ვარ კარგად

არადა თითქმის არ გიცნობ, მაინც მიყვარხარ მაგრად.


Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti