14.10.2010
: )
32, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

არ მინდა, მაგრამ

ვხვდები, შევძლებ შეუძლებელსაც,

ოღონდ გამიშვი

ისე, მაინც შენთან რომ დავრჩე,

ვისუნთქო შენით,

მუდამ გვერდით რომ აღარ მყავდე

მაგრამ ბუნდოვნად,

სადღაც,

შენი სურვილი ენთოს.

მაჩუქე შენი უხილავი,

მძიმე შირმები,

მეც გავემიჯნო იქნებ ასე

სხვებს და შევიგრძნო,

რაც ამ წუთამდე

შენთვისაა მხოლოდ ძვირფასი

მერე მეც შევძლებ,

ვიცი, შევძლებ,

ვიცხოვრო ისე,

როგორც შენ ცხოვრობ,

როგორც ქმნი და,

რითაც შენ ძერწავ,

როგორც შენ სუნთქავ,

როცა გიყვარს _

ათასწლის ყმაწვილს,

ან თუ არ გიყვარს,

მაინც ჩუქნი შენს რაღაც ნაწილს.

და იქნებ მივხვდე მეც, ამქვეყნად

როგორ ვიარო

შენთან შეხების,

შენი სუნთქვის

და ხმის გარეშე.

დავმშვიდდე იქნებ...

თუმცა ახლა ეს დამშვიდება სულაც არ მინდა.
  

1 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti