dolaberidze'n blogi

dolaberidze
32, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

14.10.2010

არ მინდა, მაგრამ

ვხვდები, შევძლებ შეუძლებელსაც,

ოღონდ გამიშვი

ისე, მაინც შენთან რომ დავრჩე,

ვისუნთქო შენით,

მუდამ გვერდით რომ აღარ მყავდე

მაგრამ ბუნდოვნად,

სადღაც,

შენი სურვილი ენთოს.

მაჩუქე შენი უხილავი,

მძიმე შირმები,

მეც გავემიჯნო იქნებ ასე

სხვებს და შევიგრძნო,

რაც ამ წუთამდე

შენთვისაა მხოლოდ ძვირფასი

მერე მეც შევძლებ,

ვიცი, შევძლებ,

ვიცხოვრო ისე,

როგორც შენ ცხოვრობ,

როგორც ქმნი და,

რითაც შენ ძერწავ,

როგორც შენ სუნთქავ,

როცა გიყვარს _

ათასწლის ყმაწვილს,

ან თუ არ გიყვარს,

მაინც ჩუქნი შენს რაღაც ნაწილს.

და იქნებ მივხვდე მეც, ამქვეყნად

როგორ ვიარო

შენთან შეხების,

შენი სუნთქვის

და ხმის გარეშე.

დავმშვიდდე იქნებ...

თუმცა ახლა ეს დამშვიდება სულაც არ მინდა.
  


სიყვარულია როცა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერ ადამიანში მას ხედავ, ნაცნობშიც და სრულიად უცნობშიც მისი სახე ირეკლება....

სიყვარულია როცა სამყაროს მისი თვალებით უყურებ... სიყვარულია როცა თავად არ იცი რა გიხარია... როცა გაზაფხულის თბილი დღე მის თავს განატრებს და ტირილის გუნებაზე გაყენებს... ქუჩაში გავარდნა და სიმღერა გინდება...

სიყვარულია როცა გინდა გარე სამყაროს მოსწყდ, ყველას დაემალო, თავი ბალიშში ჩრგო და იტირო ისე, რომ ტავადაც არ იცოდე რაზე...
  


Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti