14.06.2013
;))
30, Poti, Georgia (ent. Gruusia)

ისევ არეული დამაქვს ნაბიჯები შარვალს ცარიელი ჯიბე გამომჩრია, ისე მომყვებიან ზურგში ნაბიჭვრები ალბათ რომ დავეცე ყელსაც გამომჭრიან... სიტყვას იძახიან ჩალის ფასი ადევს, სიტყვებს უსინდისოდ სულში ჩაგძახიან, მათი თვალთმაქცობა ყველგან სახეს ამხელს უკან გმარხავენ და თვალწინ დაგხარიან... მაშინ ახსენდები და აქვთ მონატრება, როცა სიბნელეში სანთლად დაჭირდები, როცა გული ტკივა მაშინ მოგადგება და თუ კარგად არის უმალ ავიწყდები... ასე იქცევიან სულით საზიზღრები მათთვის გრძნობები რომ თავის ტკივილია შაბათს უყვარხარ და კვირას ავიწყდები, მათი ბედისწერა მარტო ტირილია ჰგვანან დამპალ კიბის დამპალ საფეხურებს... ერთხელ თუ ენდობი ფეხქვეშ გიტყდებიან შენ კი იმედი გაქვს შეცვლი არეულებს თუმცა დრო გადის და სულ არ იცვლებიან მე თქვენ მეზიზღებით თქვენი არსებობით ეს პირფერობა რომ კერპად გაგიხდიათ ბოლოს კი მოგიწევთ ყოფნა ასკეტობით რადგან მეგობარი ვერცხლზე გაგიცვლიათ. !!))

14 näyttökertaa
 
Kommentit
makvala1 08.02.2016

kargia

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti