lulu-lulu93'n blogi

lulu-lulu93
30, Poti, Georgia (ent. Gruusia)

04.09.2017

როცა იგი მარტოა, ნი ჩნდება იგის სხეულში და იგი აღარაა მარტო, როცა იგის ნის სუნთქვა ესმის, იგის ჰგონია, რომ ნის სუნთქვაა ის რაღაც, რის გამოც ყველაფერი ერთი და იგივეა , რის გამოც იგი ყველაფერშია და ნიც ყველაფერშია.


26.03.2017

,მე მინდოდა მეთქვა, რომ ეს ყველაფერი მესმის, მშვენივრად ვიცი, მაგრამ იქნებ რაღაც დროის მანძილზე, თუნდაც რამდენიმე დღით ვიცხოვროთ, როგორც შეყვარებულებმა, ვაჩუქოთ ერთმანეთს ბედნიერების რამდენიმე, თუნდაც მოგონილი წუთი (ტიტებთან ერთად) და მერე დავიშალოთ, მინდოდა მეთქვა, მაგრამ არაფერი მითქვამს, შენ თქვი ,,ნახვამდის“, სანამ მე ვდუმდი და ყურმილი დაკიდე. და მე დავრჩი ჩემს ბავშვურ სიჯიუტესთან ერთად, რომელსაც სწორედ ბავშვობიდან მშვენივრად ვიცნობ და სწორედ მაშინ მინდა, როცა მიშლიან, სწორედ მაშინ მიყვარს, როცა მიკრძალავენ. ამიტომ ეს იყო შენი შეცდომა და ჩემი სიყვარულის დასაწყისი, თუნდაც ერთდღიანი სიყვარულისა და იმ დღეს საშინლად მიყვარდი, თუნდაც ერთი დღით, მაგრამ საშინლად’’♥


სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის.

სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი,
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე შავ-თეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.

გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი მზის სხივს.

ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიხცულ მგზავრებს
ცივი წლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.

მერე ვნახავდი საცოლეს, ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქრო-დავერცხლილ ქამარს,
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს.

მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს.
მერე შევსვამდი სამივეს…


"შეყვარებული ან ხარ, ან არ ხარ, სიყვარული ამქვეყნად ერთადერთი რამაა, რაც ცხადი და არაორაზზროვანია. რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვანაირი სიყვარული, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა ასეთ კითხვას ერთადერთი პასუხი აქვს, ან გიყვარს, ან არ გიყვარს."


სიყვარულმა ეს ასაკი არ იცის,სიყვარულმა არც ღალატი არ იცის,სიყვარულით ამაყობდა დავინჩი მის ნახატზე ფერად-ფერად ამინდში...სიყვარულმა კაი ბიჭი არ იცისსიყვარულში ჩაფლულია სხვა ნიჭი,სიყვარულში არაფერი არ იცი ,მაგრამ არა, ყველაფერს ხომ განიცდი ...სიყვარული ეს უბრალო ხილია საზღვრები ხომ ყველა გადავლილია,სიხარულიც და სიცილიც ნიჭია,ეს ყველა ხომ სიყვარულის ხიბლია.სიყვარულმა სიძულვილი არ იცის,სიყვარულმა ბოროტებაც არ იცის ,თუ მესამე ჩაგერია არვიცი მაშინ ეჭვიანობაა საშიში.! ♥


14.06.2013

ისევ არეული დამაქვს ნაბიჯები შარვალს ცარიელი ჯიბე გამომჩრია, ისე მომყვებიან ზურგში ნაბიჭვრები ალბათ რომ დავეცე ყელსაც გამომჭრიან... სიტყვას იძახიან ჩალის ფასი ადევს, სიტყვებს უსინდისოდ სულში ჩაგძახიან, მათი თვალთმაქცობა ყველგან სახეს ამხელს უკან გმარხავენ და თვალწინ დაგხარიან... მაშინ ახსენდები და აქვთ მონატრება, როცა სიბნელეში სანთლად დაჭირდები, როცა გული ტკივა მაშინ მოგადგება და თუ კარგად არის უმალ ავიწყდები... ასე იქცევიან სულით საზიზღრები მათთვის გრძნობები რომ თავის ტკივილია შაბათს უყვარხარ და კვირას ავიწყდები, მათი ბედისწერა მარტო ტირილია ჰგვანან დამპალ კიბის დამპალ საფეხურებს... ერთხელ თუ ენდობი ფეხქვეშ გიტყდებიან შენ კი იმედი გაქვს შეცვლი არეულებს თუმცა დრო გადის და სულ არ იცვლებიან მე თქვენ მეზიზღებით…


10.05.2013

საქართველოში არიან ის ბიჭები რომლებსაც მიუხედავად იმისა, უხდებათ თუ არა, თავი აქვთ გადაპარსული, წვერი მოშვებული, იმიტომ რომ მოდაშია.ის ბიჭები,რომლებთაც მაიკა თუ "საროჩკა" ჯინსში ჩატენებული აქვთ, რადგან ქამრის "ზნაკი გაამარიაჟონ"...მერე სარკესთან დგებიან და Iphone-თი ფოტოებს იღებენ. აი ის ბიჭები, რომლებიც გოგოებს აჭარაბეთზე ჩარიცხვას სთხოვენ. აი ის ბიჭები, რომლებიც წელში ტყდებიან და ისე დადიან, იმიტორო ესე უფრო მაგარი ტიპები არიან. ის ბიჭები, რომლებისთვისაც თავის მოვლა პიდარასტობაა თურმე.აი ის ბიჭები რომლებსაც კარგი ბიჭობა "კაი ბიჭობაში" ეშლებათ..აი ის ბიჭები სიმართლის დასამტკიცებლად საკუთარ დედაზე რომ იგინებიან მერე სახლში მივლენ და დედას ეფერებიან!!!!აი ის ბიჭები რომლებსაც ქალში მხოლოდ "ტრაკი და მკერდი"მოსწონთ..აი ის ბიჭები რომლებსაც უტყდებათ მათ…


02.01.2017

რას ვისურვებდი ამ ახალ წელს???? ძალიან მინდა , რომ ახალ წელს ყველა უიმედო წყვილს უთხრან: "გილოცავთ , თქვენ ბავშვი გეყოლებათ !"
მოხუც, მიტოვებულ მშობლებს: "მოგვენატრეთ , წავიდეთ სახლში"
ყველა ავადმყოფს: "გილოცავთ, თქვენ გამოჯანმრთელდით"
ყველა ემიგრანტს რომლებიც ოჯახების გადასარჩენად წლებია ემიგრაციაში არიან "ინებეთ, თქვენი ბილეთი საქართველოს რეისზე"
შეყვარებულ გოგოს: "გამომყევი ცოლად!"
და ბავშვს , ბავშვთა სახლში: "ჩაიცვი, დედამ მოგაკითხა


05.04.2016

მთელი დედამიწაც, რომ გებრძოდეს , შენი სიყვარული დაიცავი და არ დათმო! თორემ მერე ინანებ ! სიყვარულისთვის ბრძოლა არ უნდა წააგო! "


22.01.2013

მყავს ჩემი ბიჭი♥ მაქვს ერთი ნატვრა, რომ მყავდე კარგად, ჩაიცვა თბილად არ გახდე ავად...!♥


← edellinen 1 2 3 seuraava
Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti