03.04.2010
me miyvaarss
30, Poti, Georgia (ent. Gruusia)

მე მიყვარს მზე,რომელიც შენ გათბობს!...
მე მიყვარს ზღვა, რომელიც შენ გეალერსება!..
ჩვენი ქალაქი_არარსებული...
შენი სურვილი_ცისარტყელა, ჩემი სევდის გვირგვინი...
მთვარის ბილიკი_შენსკენ სავალი გზა,
ოცნება ჩემი_ცაზე დაკიდული ვარსკვლავი...
ცხოვრება ჩემი_აივნიდან გაშვებული საპნის ბუშტები...
თან გავაყოლე სუნთქვა ჩემი, გული და გრძნობა!...
შეძლებ ოდესმე დაიჭირო საპნის ბუშტები?
ციდან ვარსკვლავი მომიწყვიტო,
ან გამატარო მთვარის ბილიკზე?
შეძლებ ოდესმე დამაყენო ცისარტყელის ქვეშ
და მომიყვე სიყვარულზე ნაზი ზღაპარი?
დრო ხომ ისეთი ულმობელია და სწრაფად გარბის...
მე მენანება უშენობაში დაკარგული ყოველი წამი..

3 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti