:))) dzalian momwons
32, Samtredia, Georgia (ent. Gruusia)

მაგ თმების ტევრში სუნთქვა გაიხა,
კოცნას სურნელი მოაქვს გემოთა,
შენ ახლა ჩემი ყველა ქალი ხარ,
ვინც მყოლია და მეყოლებოდა.

ქარი თებერვლის მოტივს დაიხვევს,
გუბდება ფილტვში ჯარი სიტყვათა,
შენ ახლა ჩემი ყველა ქალი ხარ,
ვისაც ვუყვარდი და ვინც მიყვარდა.

სივრცე გაშლილი არის არშინად,
ზამთარს ფანჯრებთან უსამსალია,
შენ ახლა ჩემთვის ყველა ქალში ხარ
და შენში ახლა ყველა ქალია.

სუნთქვის აფრები მიაქვს იალქნებს,
გრნობამ მაჯები უნდა შეღებოს,
ჩემმა ლექსებმა როგორ მიგაგნეს,
ყოველ სტრიქონში მიუგნებელო.

ამინდმა ციდან მთვარე გარიყა
დედამიწა კი მუცელს იტკივებს,
შენ ახლა ჩემი ყველა ქალი ხარ,
ვინც მიტირა და... ვინც დამიტირებს

20 näyttökertaa
 
Kommentit
guga1234 25.04.2012

დაგაძალებენ, დალევ, არ გარგებს,
ღვინო კი არა თითქოს გესლია.
სიმთვრალე თუმცა არ არის კარგი,
ზოგჯერ უღვინოდ უარესია.

წლები გვარბევენ და მიაქვთ ხარკი,
თან დღეებს, როგორც ტყვიებს, გვესვრიან.
სიცოცხლე მუდამ არ არის კარგი,
მაგრამ სიკვდილი უარესია.

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti