maritanchko'n blogi

maritanchko
32, Samtredia, Georgia (ent. Gruusia)

მაგ თმების ტევრში სუნთქვა გაიხა,
კოცნას სურნელი მოაქვს გემოთა,
შენ ახლა ჩემი ყველა ქალი ხარ,
ვინც მყოლია და მეყოლებოდა.

ქარი თებერვლის მოტივს დაიხვევს,
გუბდება ფილტვში ჯარი სიტყვათა,
შენ ახლა ჩემი ყველა ქალი ხარ,
ვისაც ვუყვარდი და ვინც მიყვარდა.

სივრცე გაშლილი არის არშინად,
ზამთარს ფანჯრებთან უსამსალია,
შენ ახლა ჩემთვის ყველა ქალში ხარ
და შენში ახლა ყველა ქალია.

სუნთქვის აფრები მიაქვს იალქნებს,
გრნობამ მაჯები უნდა შეღებოს,
ჩემმა ლექსებმა როგორ მიგაგნეს,
ყოველ სტრიქონში მიუგნებელო.

ამინდმა ციდან მთვარე გარიყა
დედამიწა კი მუცელს იტკივებს,
შენ ახლა ჩემი ყველა ქალი ხარ,
ვინც მიტირა და... ვინც დამიტირებს


23.04.2011

მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!

ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.

რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.

ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...
მთელი დედამწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...

და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით


მიხეილ ქვლივიძე

მთები ვარსკვლავებს ბარში მწყემსავდნენ,
ბნელში განრთხმული იდგა ზეგანი.
და თქვა იესომ: „მამლის მესამე
დაყივლებამდე ერთი თქვენგანი
მიღალატებსო“... – მიღალატებსო?
და შეკრთა მაშინ ჩვენი სერობა,
თითქოს სუფრაზე უცებ დაგვესწრო
თვით ანგარება და პირფერობა...
ქრისტე კი ჩხირით ქექავდა ნაცარს,
დასთამაშებდა პირზე ღიმილი
და მწიფდებოდა, ღალატის მსგავსად,
ფანჯრის გადაღმა მამლის ყივილი.
ვდუმდით. დუმილმა სული დაღალა.
იწურებოდა დათქმული ვადა.
და დაიყივლა ერთხელ მამალმა
და ეს ყივილი გასროლას გავდა.
მერე მოვარდა სიო ფრთამალი,
დაფლითა შავი ღრუბლების ფარჩა,
უკვე მეორედ ყივის მამალი,
მოღალატე კი არ ჩანს და არ ჩანს.
ნუთუ, მოტყუვდა, შეცდა მოძღვარი,
ბრძენი, მისანი, სულის თამადა?
გაცამტვერდება მყის სალოცავი
მისი ნათქვამი თუ არ გამართლდა.
ვეღარ უშველის დაღუპულ იმედს
ვერავითარი ლოცვა–ღაღადი,
მოკვდება ღმერთი, თუ ახლა ვინმემ
არ ჩაიდინა ჩვენში ღალატი!
უნდა ვითავო ეს უმძიმესი
საქმე – გავიღო მსხვერპლი საჩინო;
უნდა გავწირო კაცი – იესო,
ქრისტე ღმერთი…


14.01.2011

ჟანა დარკმა სითბო იგრძნო,
თუმცა მწარედ გაეღიმა,
ცას ახედა,გაიფიქრა:
"წამოვიდეს ნეტავ წვიმა!"

პუშკინმა თქვა:"მომატყუეს,
აღარ მჯერა მე ფიცისო.
აბა ბანძი-გოიმია,
თოფის სროლა არ იცისო?!"

ჰოლმსმა ბრძანა:"მე ბრძოლას ვწყვეტ
და სიკვდილთან დავდე ზავი,
იქ დამმარხეთ,სადაც არის
დამარხული ძაღლის თავი.

დი კაბრიომ გაიფიქრა:
"კიდევ მინდა ვნახო მზეო,
მოდი ამ ქალს გადავაგდებ,
მე ავძვრები ფიცარზეო."

სიმწრისაგან კივის ბრუნო:
"მე ხომ არ მაქვს,მართლა ბედი,
გამიშვით და დედამიწა,
იყოს გინდაც ოთხკუთხედი."

მარატმა თქვა:"წყალი მიყვარს,
აღარ მაწევს გულზე ლოდი,


14.01.2011

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას,
შენი ცხოვრებაც ასე იქნება.
გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფლის
და ყველაფერი კარგად იქნება

ტყუილ უბრალოდ ღელვა და შიში
განა ვერ ატყობ რომ არ გიხდება,
ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად
და ყველაფერი კარგად იქნება.

როცა ვარდები დეპრესიაში
და შენი ტანჯვა ატყობ იწყება,
მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას, თქვი:
ყველაფერი კარგად იქნება.

რომც დაგარწმუნონ რომ იღუპები,
შენი სიცოცხლის წუთი ითვლება,
რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ
ყველაფერი კარგად იქნება.

თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი,
ღმერთი არ გტოვებს, შენკენ იხრება,
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის
და ყველაფერი კარგად იქნბება.

როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს
და შენი გული ბოღმით ივსება.
ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი:
ყველაფერი კარგად იქნბა

დიდი ნიჭია თავშეკავება,
ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება,
როცა ამ ნიჭს ფლობ შენ უკვე იცი, რომ
ყველაფერი კარგად იქნება.

როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას
და ეს…


ერთ ძველ იგავში ასე წერია:
კაცი იესოს წინაშე წარსდგა,
ნაფეხურების სახით ქვიშაზე
მთელი თავისი ცხოვრება ნახა.
იესომ უთხრა: "ხედავ, შენს კვალთან
ნაფეხურების რიგია ერთი,
ეს მე ვიყავი, ცხოვრების გზაზე
თან დაგყვებოდი მორწმუნეს გვერდით.”
უეცრად კაცი ძლიერ აღშფოთდა:
"განსაცდელის დროს რატომ მტოვებდი?
აქ ნატერფალი მხოლოდ ერთია
ნიშნად, რომ ჭირში ვერა გპოვებდი.”
იესომ ტკბილად გასცა პასუხი:
"გზა ნავალია ერთ-ერთის ფეხით,
რადგან ცხოვრების მძიმე წუთებში
დაგატარებდი აყვანილს ხელით.”


22.12.2010

ღმერთო მაპატიე .. მე ბევრი შევცოდე

ბევრჯერ ავუხვიე სავალ გზას,

ღმერთო მაპატიე... თვითონაც ვცდებოდი

მაგრამ განვკითხავდი მუდამ სხვას.

ღმერთო მაპატიე ბევრმა მიღალატა

და მეც ვუღალატე სანაცვლოდ

ღმერთო მაპატიე ყოველი სიმდაბლე

მეტს აღარაფერს აღარ გთხოვ!

ვიცი შენ მოწმე ხარ იმ შეცდომებისა

ყოველ ნაბიჯზე რომ ვტოვებდი ...

და გთხოვ მაპატიე , რომ ასე ამაყად

შენგან პატიებას მოველი...

ღმერთო მაპატიე ყოველი სიცრუე,

სიცრუის მსხვერპლი ვარ მე თვითონ...

ახლა შენს წინაშე სიმართლით წარვსდექი

ამიტომაც მჯერა - შემინდობ!

ისიც მაპატიე გონებით ვცხოვრობდი...

არასდროს ვუსმენდი გულს!


22.12.2010

უფალო,
ღმერთო,
გთხოვ მაჩუქე ცრემლები,რათა ვიტირო...
გული,რათა მიყვარდეს...
ფრთები,რათა გავფრინდე...
რათა დავემალო,გავექცე ნიღბიან,უსახო,ყალბ ადამიანებს.

რადგან არ ვტირი,
ჩემი თვალები ხალხს შუშისა ჰგონია,
ჰგონიათ რომ ვერაფერს ვხედავ
და სამყაროს თავიანთი თვალებით დანახულს მაჩეჩებენ,მტენიან-
არ მინდა ოცდაათ ვერცხლად გავიყიდო,
არ მინდა სასწაულის აღაც მწამდეს,
არ მინდა ოცნებები დამეფანტნონ...
მრცხვენია,
ადამიანობა მრცხვენია.



ახალი გულიც მინდა უფალო.
იცი.უკვე დაიღალა ჩემი ძველი გული,
ძლივსღა ფეთქავს,
ძლივსღა იტევს ოკეანე-სიყვარულს.
შენი ნაჩუქარი ახალი გულით
ხელახლა დავიწყები,
ხელახლა ვიოცნებებ,
ხელახლა შევიყვარებ
და გპირდები,
არასოდეს,
არასოდეს მივეცემი სინანულს,
რომ ვარსებობ.


22.12.2010

მე თუ ვტირივარ,ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს,
მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია,
მე თუ ვიყვარებ,არა ვგავარ ბრჭყვიალა ქალებს
და რაც ჩემშია,ყველაფერი მუდამ ნაღდია.
მე თუ ვმეგობრობ,ერთგულებას ელოდე,უნდა,
მე თუ ვღალატობ,იმ ღალატსაც თავის ფასი აქვს,
არ ვხურდავდები,არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას
და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასეანსს.


ქუჩაში ბრმა ბავშვი უკრავდა გიტარას,
ცარიელ ცილინდრში ობობა სახლობდა.
არავინ ცდილობდა მის გულთან მიტანას.
იქვე, იმ ქუჩაზე, იმ ბავშვის მახლობლად,
წვერით გაბურძგნული ხატავდა მხატვარი,
ვიღაც გასიებულს, მელოტს და შარიანს,
(მზერა ალმაცერა, სიცილი მზაკვარი)
მელოტი იმ მხატვარს ჩუქნიდა ლარიანს.
ვიცი, იმ ლარიანს გადაცვლის ღვინოზე,
ვიცი, უეჭველად დუქანში მიიტანს,
დაარტყამს ჭუჭყიან ხელს პიანინოზე
და თავს აცემინებს ულვაშა მიკიტანს.
ხვალ ისევ იმღერებს ის ბავშვი ქუჩაში,
მხატვარიც შეხვდება ვიღაცა შარიანს,
ისევ დაღამდება ბნელი და უხამსი.
ბილიკს გაყვებიან წვიმიანს, ქარიანს.
…………………………………………..
თბილა ბუხართან და ნარდი გაიშალა,
ექვსასლარიანი გაგორდა დუშაში,
ნერვი წაგებულმა არც კი აიშალა,
ისე იფურთხება ფანჯრიდან ქუჩაში.


← edellinen 1 2 seuraava
Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti