ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს,
გამიღვიძებდეს წამით იმედებს,
ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე
ერთ აპრილს კიდევ წამიკიდებდეს...
მასულელებდეს, მიბნევდეს თავ - გზას,
მისი თვალების ჩუმი ბრძანება,
გოშიასავით ატეხდეს წკავ - წკავს
ჩემი ლომური ამპარტავნება.
არ დავირცხვენდი, გითხრათ სიმართლე,
არა და არა, არ დავირცხვენდი,
ოღონდ მიყვარდეს, მართლა მიყვარდეს,
გახელებამდის... თავდავიწყებით...
ოღონდაც ღმერთო,გარდასულ ტრფობის
ისევ მარგუნე უცხო თრიაქი,
ის ღვთაებრივი,გიჟური ლტოლვა,
iqneb me var is ertaderti