ჯინჯერი'n blogi

ჯინჯერი
31, Kutaisi, Georgia (ent. Gruusia)

რომ იტყოდნენ
სიგიჟემდე მიყვარსო
ძალიან მიკვირდა,ვფიქრობდი,ადამიანმა
ისეთი რა უნდა გამიკეთოს მასზე
აღტაცებით და მთელი გრძნობით რომ
ვილაპარაკომეთქი.მაგრამ,სანამ არ
შეიგრძნობ,ვერც ირწმუნებ.თურმე
სიყვარულისთვის სულაც არ ყოფილა
საჭირო ცათამბრჯენები აგიგონ და
თებერვლის თვეში ათასი ვარდი
გაჩუქონ.მხოლოდ ერთი სიტყვა,ერთი
გამოხედვა და ღრმა ამოსუნთქვა
ყველაფრის მთქმელი და
მომცემია.ხორციელ ტკივილზე მეტად
მონატრება ტანჯავს ადამიანს.არადა როცა
იცი ის,ვინც გიყვარს და ვის გამოც
არსებობ,სულ ახლოს,შენს გვერდითაა და
ვერ ნახულობ,ვერ ეუბნები როგორ გაკლია
მისი სითბო,გენატრება და გჭირდება
,უმისობით გაჩენილი ჭრილობა
გტკივა.სველი თვალები,შენთვის
უჩვეულო,ცუდი ხასიათი.ეს მხოლოდ მისი
ბრალია.ისაა შენი სიხარულისა და ტანჯვის
მიზეზი.მუდმივი შიში რომ არ
დაკარგო.ყოველი ფრაზის ბოლოს ნათქვამი
„მიყვარხარ“.თვალებთ გამხელილი
გრძნობები.გამალებული გულის ძგერა.მისი
შეხედვისას ჟრუანტელის დავლა და
ბინდის…


ერთფეროვნება...
დაცლა ყველანაირი ემოციისგან...
შინაგანი არეულობა...
მეორე მე ეხეთქება მინის კარივით ხმაგაუმტარ სხეულს და არავის ესმის მისი ყვირილი... ვერავინ ხედავს მის შეშლილ თვალებს...
დავიღალე...გამოვიფიტე...დავცარიელდი...
''ვის რაში ჭირდება შენი სისულელეები?!''
''განსაკუთრებულს ვერაფერს შექმნი''
''აქ ვერაფერს მიაღწევ და ეგეთი დონის არ ხარ მსოფლიო რო დააინტერესო''...
ვფიქრობ და ვხვდები რომ არაფერი აღარ ვარ...
მოსიარულე გვამი...
უნდა ვაკეთო ის რაც გინდათ... არადა პირველ პირში მინდა უნდა ეწეროს...

ცუდია როცა შენს შინაგან სამყაროს ყველა გართობად აღიქვამს... თუ დიპლომი არ გაქვს არარაობა ხარ... ვერაფერს აკეთებ... არარაობა ვარ, მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარ თავს ვკარგავ... ყველაფერს ვკარგავ რაც რეალურ მესთან ახლოსაა..
მეც თქვენნაირი უნდა გავხდე და არ მინდა..
მე მინდა მე ვიყო..
ნუთუ ასეთი რთულია ეს ყველაფერი?...
მე ყველაზე…


ყველა ფიქრი თვალებში ჩახედვით იწყება, მაგრამ ზოგიერთი ცრემლით მთავრდება, ზოგი კი ღიმილით… ქვეყნად ისე არაფერი იკარგება, როგორც ჩუმი და უთქმელი ფიქრი, თუმცა რაღაც საიდუმლოდ უნდა დაიტოვოს ადამიანმა, თუნდაც ყველაზე ლამაზი ოცნება… ლამაზი სევდა სიცოცხლეზე...არ მახსოვს, როდის გაჩნდა სულში ტკივილი და მერე ცრემლებად ჩამოიღვენთა… როგორ ავაგე შენზე ფიქრით სიყვარულის თეთრი ტაძარი… სრულყოფილება ვაქანდაკე არაფრისაგან და მერე… როცა სული ჩავუდგი, მივხვდი თუ როგორ დავცილდი საწყისს… შემეშინდა სიცარიელის, ძალიან დიდხანს ვუბერე სული ჩამქრალ კოცონს და უკან რომ მოვიხედე, სიმარტოვე დარაჯობდა ჩემი სულის ჩარაზულ კარებს…


„გასაჭირში მყოფმა რჩევისათვის ბრძენკაცს მიაკითხა.
- მე და ჩემს მეუღლეს რა ხანია უკვე ერთმანეთის მიმართ გრძნობა აღარ გვაქვს! ალბათ, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ მე ის აღარ მიყვარს, და იმასაც... როგორ მოვიქცე?
- გიყვარდეს!
- ხომ გითხარით, რომ გრძნობა აღარ გვაქვს ერთმანეთის მიმართ!
- ეს კარგი მიზეზია იმისათვის, რომ ის გიყვარდეს!
- კი მაგრამ როგორ მიყვარდეს, თუ არ „მეყვარება“?
- ემსახურე მას! უსმინე მას! დააფასე! თანაუგრძენი! იყავი მისთვის თავგანწირული! ჭეშმარიტი სიყვარულისათვის წინააღმდეგობა არ არსებობს, რადგან ზმნა „მიყვარს“ გრძნობას კი არა, მოქმედებას აღნიშნავს!!!“


edellinen 1 2 3 4 5 seuraava →
Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti