julilabardi'n blogi

julilabardi
63, Florence, Italia

არ მჯერა მადლის და ქვის და მისთანების
სიყალბის სასახლეს მივადგი ხარაჩო,
ვთამაშობ ბედნიერს, ვთამაშობ უბედურს,
ხან ჯანმრთელს და ხანაც ავადმყოფს ვთამაშობ.
ვთამაშობ ზესულელს უკვე მერამდენედ,
ყველა შეგონებას ვაცხადებ ბათილად,
მოთხოვნა არ არის ბაზარზე - ჭკვიანის,
თორემ ვითამაშებ ჭკვიანსაც ადვილად...
ვთამაშობ კეთილს და ვთამაშობ ბოროტს და
(ოცნებას არ ვაძლევ უფლებას - დამახრჩოს)
ვთამაშობ რაინდს და ვთამაშობ მშიშარას,
ვთამაშობ ღარიბს და მდიდარსაც ვთამაშობ!

ვიცი რაც მომელის ბოლო გასტროლებზე,
ამიტომ სცენაზე არ ვიწვევ პარტნიორს,
ხანდახან რომ მინდა სუფრასთან მიმიშვან,
გულზე მჯიღისცემით ვთამაშობ პატრიოტს...

შეგხვდი და სპეკტაკლი დამთავრდა მაშინვე,
დავხურავ ფარდებს და რამპებსაც ჩავაქრობ,
შენი სიყვარული ვეღარ ვითამაშე
და ახლა უშენოდ სიცოცხლეს ვთამაშობ.


19.02.2012

"თეთრი გედი გუსაკლავად მღეროდა,
თითქოს შველას ვიღაცისგან ელოდა,
მის გასაჭირს მხოლოდ მთვარე ხვდებოდა,
იცოდა,რომ გედი მხოლოდ ერთხელ
ისიც სიკვდილის წინ მღეროდა.

გედმა როცა დაასრულა სიმღერა,
განწირული ფრთებს რომ ვეღარ იქნევდა,
დაბლა დაბლა ეშვებოდა უძლური,
სული მისი მაღლა მაღლა მიჰქროდა.

მთვარე მაშინ მიიმალა ღრუბლებში,
ირგვლივ უცბად მწუხრმა დაისადგურა,
თეთრ ფიფქების ნაკადულმა ითოვა,
მამა მთვარემ გედი ასე იგლოვა.

არემარეს თეთრი შუბა ჩაეცვა,
თოვლს კი თეთრი გედი გულში ჩაეკრა,
მხოლოდ მთვარე იყო მოწმე ამ ამბის
ცრემლებს თვალზე ჩუმად უხმოდ იწმენდდა"


19.02.2012

დაგვაბრუნეთ სანამ გული,ქართველობს და სულიც მხნეობს,

ვიდრე არ ვართ დაკარგულნი და სამშობლო სულში მზეობს! დაგვაბრუნეთ სანამ გვახსოვს,ჩვენი ტაძრის ლოცვის მადლი,

ვიდრე ეჭვი არ ჩააქრობს,რწმენას,ენას,სხვაზე გაცვლილს!

დაგვაბრუნეთ სანამ დროა,ვიდრე რწმენა გვითბობს გულებს,

სანამ შეგვჭამს უცხოთ ხროვა,სანამ მოძმე გვიორგულებს!

დაგვა...ბრუნეთ ჩვენს ოჯახთან,განშორებამ დაგვაბერა,

მუხლს მოვიყრით ჩვენს ოთახთან,ცეცხლს დავუნთებთ ჩამქრალ კერას!დაგვაბრუნეთ სანამ შვილებს,კიდევ ახსოვთ დედის სითბო,

მხოლოდ ეს თუ დაგვამშვიდებს,მონატრებულ შვილებს ვითხოვთ!დაგვაბრუნეთ გვირჩევნია,დაგვაყაროს მიწა შვილმა,

ვიდრე ყური მისჩვევია,,,დედა,,გვითხრას სხვისმა შვილმა!

შვილის თვალებს შეგვაგუეთ,დედის ხელით დაგვაპურეთ!

დაგვაბრუნეთ გვირჩევნია,ხატთან უფლის ჯვარს გავეკრათ

სიკვდილი თუ გვიწერია მშობელ მიწას გულს ჩავეკრათ!

დაგვაბრუნეთ ჩვენს მთა ბარში,სამშობლოს ნუ დაგვამდურებთ,

არ დაგრჩებით არვის ვალში,დაგვაბრუნეთ!დაგვაბრუნეთ


,,გაზაფხულმა გამოაღო დარაბები

სიყვარულში გამოუტყდა ტიტებს,

ახლა ჩემზე სულ არაფერს მოგიყვები

აპრილია თავად უნდა მიხვდე...

თბილის ქალაქს სამოთხის მზე ეფერება,

ყვავილებზე ჭკუას კარგავს რიყე,

არ გეტყვი რომ განშორება მეძნელებაა

აპრილია თავად უნდა მიხვდე...

არც კი ვიცი ამ ბილიკებს სად მივყავარ,

ენძელებმა მტკვარზე გადეს კიბე,

აღარ გეტყვი უსასრულოდ რომ მიყვარხარ,

აპრილია თავად უნდა მიხვდე..."


არავის უამბო, გზები რად გაიყო, ცალცაკე რად შევრჩით ცხოვრების დინებას, არავის უამბო რა მოხდა, რა იყო, არავის უამბო, გული მეტკინება... არავის უამბო, თუ როგორ გვიყვარდა, როგორ ვოვნებობდით, ან როგორ ვბავშვობდით, არავის უამბო იმ ლამაზ დღეებზე, და არც ის უამბო, თუ რატომ დავშორდით... თუ რატომ გაგვყარა ცხოვრების დინებამ, ან რატომ ჩაგვიქრა ოცნების ლამპარი, სხვას ნუ მოუყვები მე და შენ ვიცოდეთ, მე და შენ ვიცოდეთ მხოლოდ ეს ზღაპარი... არავის უამბო, გზები რად გაიყო, ცალცალკე რად შევრჩით ცხოვრების დინებას, არავის უამბო რა მოხდა, რა იყო, არავის უამბო გული მეტკინება....


როდემდე გატარო მალულად, საგულით?!
შიგნიდან გამომხრა სურვილის ღრიალმა,
ჩემზე დაატარებ დუმილის ჯალათს და
წლებმაც არ დამინდო ტიალმა!

ნაპრალებს ვერ ვავსებ, ბზარებად ვიქეცი,
გულიდან სხეულში გაიდგი ფესვები,
შენ გიკვირს აქამდე რა ძალით გავძელი,
ჩუმ-ჩუმად მოძღვნილი მარტივი ლექსბით!

ლექსებით, რომელიც მუდმივად გხიბლავდა,
ეძებდი ჩემს ირგვლივ ავტორებს ვნებიანს,
მაგრამ საყვარელო მტრედები ხანდახან,
უშიშრად ჩვენს წინაც სხდებიან.

მერე მიყვებოდი ბავშვურ აღტაცებით,
ავტორს ჩემი სახე ლამაზი ჰგონია!
მე კვლავ ღიმილით ჩემთვის ვბუტბუტებდი
ავტორს გემოვნება ნამდვილად ჰქონია!!!

ბოლო წერილია ბედის მონაყოლი
ამ ბორბალს უკუღმა ვეღარ ვატრიალებ,
ჩემი ბრალი იყო მუდამ უშენობა ,
ახლა მკვდარი ვარ და ვაღიარებ.


შენსკენ მოვდივარ, გზა-გზა ვისვენებ,
მტკვრის პირას ვეძებ ველურ გვირილებს,
ვმარჩიელობ და თან არ ვიჯერებ,
ვიხსენებ წარსულ წყენა-ტკივილებს.

“მიყვარს.... არ მიყვარს...” ფოთლებზე ვითვლი
და ბოლოს კენტად მრჩება “არ მიყვარს”,
ქსნის პირს შემხვდება ყივჩაღი ბიჭი,
მომიტაცებს და მთაში წამიყვანს.

ყოველ ცისმარე ფარას გავდენი,
ვიმარჩიელებ თანაც ჯიუტად
და შენზე ფიქრით ნაღალატევი
გვიან საღამოს ქმარს შინ მიუვალ...

მაგრამ ჯანდაბას ყველა ყივჩაღი,
თბილისის კართან შენ თუ შემხვდები,
“არ მიყვარს...” “მიყვარს...” ფოთლებს მივძახი,
მტკვრისპირს მოვდევ და გზა-გზა ვჩერდები.

შენსკენ მოვდივარ, მალე ნახვამდე
ლოდინისფერი მაცვია კაბაც,
მე შენ მიყვარხარ, (როგორც აქამდე),
ეს შეეშალათ გვირილებს რაღაც..


მითხარი რომ გულში ყველა ჩირაღდანი ერთად გადაიწვა იმ წვიმიან ღამეს ის ლამაზი ქალი შენს მკლავებზე იწვა მითხარი რომ გაქრა ყველა იმედი და ყველა დაპირება ნუ გაშინებს ჩემი სევდიანი სახე ,ჩემი ატირება, მითხარი რომ აღარ დაკრეფ ჩემთვის მინდვრის ყაყაჩოებს, მიძნელდება თქმა და ვიცი მაინც მალე,მალე მიმატოვებ, მითხარი და წადი,დამიტოვე გულში უსაშველო ბინდი, სხვების დასანახად მე ვიქნები ისევ ამაყი და მშვიდი მაგრამ ჩამიქრება სულში აკაციის თეთრი შადრევნები, შენზე ოცნებებს და შენით გატაცებას აღარ დავმონდები წავალ ისევ მარტო და დამრჩება გულში უსაშველო დარდი როგორ შემეშალე, ჩემს ერთადერთ იმედს რა საოცრად ჰგავდიიიი!!!


18.02.2012

მე ვერ ავიტან უშენობას,მე ვერ ავიტან,
გოლგოთის მთაზე სიყვარულის უღელს ავიტან.
ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ განცდების
ტყეში,
შენთან სიშორეს,ერთაობას მე ვერ ავიტან,
მე ვერ ავიტან სიმარტოვის მოსვლას თავიდან,
ოღონდაც დარჩი,სამსხვერპლოზე ჩემს გულს
ავიტან,
ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ ცრემლების
თქეშში,
განმხოლოებას,განშორებას მე ვერ ავიტან,
მე ვერ ავიტან დაკენტებას წუთით,წამითაც,
ვეღარ გამოვალ უშენობის შავი ღამიდან.
დავიკარგები მარტოობის დახლართულ გზებში,
გიჟურ სურვილს და მონატრებას ვერ გადავიტან,
არა,ნუ წახვალ!..უშენობას მე ვერ ავიტან.


... ДЕВОЧКИ !...

Будьте, как Швейцарские часы: дорогими, желанными и чтобы мужчины носили вас на руках !!!


Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti