julilabardi'n blogi

julilabardi
63, Florence, Italia

ხანდახან ისე ძლიერ მიყვარხარ,
რომ მეშინია არ მიმატოვო.
მაგრამ ზოგჯერ კი ძალიან მინდა,
შორს რომ წახვიდე მარტო დამტოვო

შენა ხარ ჩემი წმინდა ტრფიალი ,
გულის აისი, სულის ციალი.
ცა მოცმენდილი,მუდამ მზიანი,
და ჩემი ბილიკი ვარდნი იანი.

"…ჩემთვისაც თითქოს შვიდივე ზეცის კარი გაიღო.
იყო ლაჟვარდი... იყო სითბო...
და სიყვარული მაინც არ იყო....”

"ზოგჯერ დუმილსაც მოსმენა უნდა..
უხმო თვალებით მელაპარაკე!!!"

"ნუღარ ბუზღუნებ უჩემობას სიცოცხლევ ჩემო,
თორემ შენს ჯიბრზე შენზე მეტად მომენატრები!!!!!"

"რომ დავრჩე შენთან შევაძულებ თავს მე სამყაროს,
რომ წამოვიდე შეგაძულებ ამით ჩემ ყოფნას,
რა ვქნა გაგცვალო ქვეყანაში თუ
შენში გავცვალო ქვეყანა???"
 


07.06.2013

http://www.youtube.com/watch?v=5-I94G3o3f0&feature=youtu.be


ჯანდაბას ჭაობის ლაფი და სიმყრალე,
ავყევი ცხოვრების გრიგალს და ქარაშოტს
უკვე ყველაფერი მკიდია ფეხებზე
ყველა როლს ვირგებ და ყველა როლს ვთამაშობ.
არ მჯერა მადლის და ქვის და მისთანების
სიყალბის სასახლეს მივადგი ხარაჩო,
ვთამაშობ ბედნიერს, ვთამაშობ უბედურს
ხან ჯანმრთელს და ხანაც ავადმყოფს ვთამაშობ.
ვთამაშობ ზესულელს უკვე მერამდენედ
ყველა შეგონებას ვაცხადებ ბათილად
მოთხოვნა არ არის ბაზარზე-ჭკვიანის
თორემ ვითამაშებ ჭკვიანსაც ადვილად.
ვთამაშობ კეთილს და ვთამაშობ ბოროტს და
(ოცნებას არ ვაძლევ უფლებას-დამახრჩოს)
ვთამაშობ რაინდს და ვთამაშობ მშიშარას
ვთამაშობ ღარიბს და მდიდარსაც ვთამაშობ!
ვიცი რაც მომელის ბოლო გასტროლებზე
ამიტომ სცენაზე არ ვიწვევ პარტნიორს
ხანდახან რომ მინდა სუფრასთან მიმიშვან
გულზე მჯიღისცემით ვთამაშობ პატრიოტს.
მობრძანდით!ბილეთებს უფასოდ ვარიგებ…


04.07.2012

იმედდაკარგული არ მინდა გელოდო

აღარ გამომივლი ვიცი...

სევდამორეული ვითვლი ამ დღეებს,

რა ვქნა? გული მაინც გიცდის...

ფანჯრიდან გავყურებ ცარიელ ქუჩას

და კვლავ შენი ფეხის ხმა ისმის,

ვიცი შენ არა ხარ,ვიცი მეჩვენები

ვიცი და მაინც გიცდი...

ვგრძნობ რომ არ ჩაივლის ასე ყველაფერი

მარტო არ დამტოვებ ვიცი..

ვიცი გვიან მოხვალ,მაგრამ მაინც მოხვალ

ვიცი და ამიტომ გიცდი ..
 


1.თუ ზურგში გაფურთხებენ - ესეიგი შენ მათ წინ ხარ.
2.თუ იდიოტთან კამათობ სავარაუდოდ ისიც იგივეს აკეთებს.
3.არ მიიღოთ ცხოვრება სერიოზულად - ის დროებითია.
4.ყველაფერი კარგად იქნება - ყველანი მოვკვდებით.
5.ის ვინც იცის,რა სურს,ან ძალიან ცოტა სურს ან ძალიან ბევრი იცის.
6.ზოგი ფილოსოფოსი უყურებს ნივთს,ზოგიც მათ არარსებობას
7.ჭკვიანური აზრი იდიოტურისგან განსხვავდება თავით რომელშიც ის მოდის.
8.ადამიანს,რომ ჰქონოდა ფრთები ის მას ხოხვაში შეუშლიდა ხელს.
9.უფროსი ადამიანი ბავშვისგან მხოლოდ სათამაშოს ფასით განსხვავდება
10.მხოლოდ ერთიანებმა იციან,რომ მილიონები ნულებისგან შედგება.
11.იდეალური მამაკაცი:არ სვამს,არ ეწევა,არ თამაშობს აზარტულ თამაშებს,არასდროს ჩხუბობს და არც არსებობს
12.თუ ადამიანი თქვენს წერილებს არ პასუხობს ესეიგი ის სხვა უაზრობითაა დაკავებული
13.თუ გინდა იქონიო ის რაც არასდროს გქონია,უნდა გააკეთო ის რაც არასდროს გაგიკეთებია
14.ყველაზე საწყენია ის,რომ თქვენი…


მიყურეთ გეთაყვა თვალებში მიყურეთ,
ნახეთ რომ ჯერ კიდევ ძლიერი ქალი ვარ...
ხან მოწყენილი ვარ,ხან გაღიმებული,
ხან ფხიზელი ვარ და ხან კიდევ მთვრალი ვარ...
თქვენ დარდით ამავსეთ,ცხოვრება მასწავლეთ
ღიმილი მაჩუქეთ და მერე წახვედით...
მე დიდხანს ვკოჭლობდი და ფეხზე დავდექი
უდიდეს ტანჯვით და უსაზღვრო წამებით.
უნიჭო ვიყავი და ახლა გავიგე
სამყაროს შეცნობაც ნიჭი რომ ყოფილა.
მე თოვლს ვერ ვიტანდი,ახლა კი მამშვიდებს
ცამ თეთრი ფიფქები მიწას რომ მოჰფინა.
თქვენ კი მიმატოვეთ ცხოვრების ბილიკზე
და ჩემი თვალები ჯერ კიდევ სველია,
თუმცა ისიც ვიცი არ უნდა ვიტირი
ცრემლების გადმოღვრა სუსტებს რომ სჩვევიათ...
მინდა რომ იცოდეთ როგორ ვარ დაღლილი
უთქვენოდ ცხოვრება ძალიან ძნელია,
თუმცა ისიც ვიცი ლამაზი ზღაპრები
მხოლოდ ლამაზყდიან წიგნებში წერია...
მიყურეთ გეთაყვა,თვალებში მიყურეთ.
იპოვით წარსულს და უცნაურ ნათებას
იჩქარეთ ჯერ კიდევ არ არის გვიანი
ტაძარში მისვლა და…


ნეტა რა წვეთავს ნუთუ ცრემლია ეჰ რატომ ტირი ბაგეც სველია კლდესაც შეხედე
ისიც კი ტირის ტვალი შეავლე იმ მოხრილ ტირიფს შენც ის იგრძენი რასაც
ვგრძნობ ახლა იცი რამდენი ტანჯვა გადამხდა მაგრამ ცრემლი ხომ წმინდა
წვეთია და შენზე ფიქრშიც ჩამომწვეთია სანთელს შეხედე ისც კი ტირის რომ
იღვენტება ან რატომ რისთვის ნუთუ შენც ფიქრობ რომ მასაც უყვარს
თავდავიწყებით ყველგან და მუდამ ნუთუ შეატყე როგორ გვგავს ხედავ
სიყვარულისთვის მიილტვის ყველგან შენ ნუღა ტირი ნუღა ხარ კენტად მოდი
შევრიგდეთ და ვიყოთ ერთად


ცრემლები ხშირად ასველებენ ჩოხას და კაბას,იგი არასდროს რომ არ მოსდის,მარტო კლდენია,შენ კი კაცთაგან უსულგულო იქნები ალბათ,თუ თვალზე ცრემლი არ დაგდენია.ცრემლები იცის ოცნებათა ძირს დანარცხებამ,ცრემლები იცის მწუხარებამ,გულში ნალესმა,ცრემლები იცის სიხარულმა და აღტაცებამ,ცრემლები იცის,განშორებამ,ტრფობამ,ალერსმა,მეც ბევრჯერ,ბევრჯერ დამდენია ცრემლები მწველი,ცრემლებს ტკივილის სამკურნალო რაღაც ბანგი აქვს,გულის სიღრმიდან წამოსული სისხლია ცრემლი,მას მხოლოდ ფერი,სისხლის ფერი დაუკარგია


ეკლესიაში ნუ შეხვალ კენტად
და ნუ დადგები ხატის წინ მარტო,
თუ სიყვარულში არ გაგიმართლა,
ნუ ეკითხები იესოს რატომ?
ეკლესიაში ნუ შეხვალ სხვა დღეს,
მარტო შაბათი ამოირჩიე,
თუ გიღალატა კვლავ გიღალატებს
ნუ ეუბნები ქრისტეს - მირჩიე!
ეკლესიაში იჯდება ქალი,
ხელ გამოცვდილი და მთლად ეული,
გულგრილად მაინც არ ჩაუარო
არ შეიზიზღო მისი სხეული,
ეკლესიამდე ნაბიჯი რჩება,
სანთლის შეწირვა შენი ვალია,
რად გამირბისო ღმერთს ნუ უჩივი,
დაფიქრდი იქნებ შენი ბრალია !!


1. ქვა? არა ! შენ ქვაზე ბევრად ცივი ხარ .

2. მე არ მითხოვია შენთვის სიყვარული, მე არ მითხოვია შენთვის შებრალება, მე ბედნიერი ვარ ჩემი სიყვარულით, მე ბედნიერი ვარ შენი ხმა რომ მესმის მე ბედნიერი ვარ, ჩუმად ვიტანჯები .. შენ კი არაფერს გთხოვ არ მსურს მოწყალება, მე ასე, ჩუმად მუდამ მეყვარები, მე შენზე ლოცვით სული ამომხდება შენ კი არაფერს გთხოვ გესმის?? არ მსურს მოწყალება..

3. ოცნებას ფარდა ავხადე და ლამის გამეცინა... ზედ პაწაწინა იმედები ცეკვავდნენ ტანგოს

4. გამყიდეს, გამცვალეს, მაგრამ ვერ დამცალეს. ფეხზე დამიკიდეს, მაგრამ ვერ მიყიდეს, წამართვეს, გამწირეს, _ ეს მე არ მამცირებს, შემარქვეს, მომიგონეს, _მაინც ვერ დამიმონეს, დაჭრილი დამტოვეს, ვეჩვევი სიმარტოვეს…


Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti