ვარდისფერი სათვალეები ვიყიდე, მერე ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი, გავიკეთე და ფერშეცვლილი ცის ყურებამ უამრავი იდეით ამავსო.....
გინდა სახლის უკან გავიპაროთ და ცაში ავუშვათ ყულაბაში მოგროვილი ფულით ნაყიდი ფერადი ბუშტები?... მერე საკუთარი ანბანი გამოვიგონოთ და ერთმანეთს საიდუმლო წერილები მივწეროთ, თუ ვინმე მიაგნებს, ვერაფერს მიხვდება...
ანდა კითხვისგან გაცვეთილი წიგნები წამოვიღოთ ბიბლიოთეკიდან და ჩვენთვის საინტერესო ციტატები ლამაზ რვეულებში ფერადი ფლომასტერებით გადმოვიწეროთ...
ის მაღალია (ჩემზე), შავგვრემანი (ჩემსავით) და წვერებიანი (ჩემგან განსხვავებით)...
ზამთარი ისე უმტკივნეულოდ და სწრაფად გაილია, არც მწყდება გული რომ ვერ მომაბეზრა თავი. მზე ცისფერ ცაზე უფრო და უფრო ცხელდება და მონატრებულ სითბოს ფანჯრის მინებში ჯიუტად ატარებს, მე ნაავადმყოფარი და დასუსტებული ჩუმად ვეპარები სუფთა ჰაერს და ჩემგან შეუმჩნევლად ქვიშის საათივით კვლავ ვივსები ახალი მიზნებით და სურვილებით. უცნაურია, ისე სწრაფად მივივიწყე ყველა ოცნება როცა ცუდად ვიყავი, ერთი ოცნების გარდა, კარგად ვყოფილიყავი... ეს მინდოდა მხოლოდ და ახლა ჯერ კიდევ დასუსტებული უკვე ცარიელი კედლებს ვაწყდები, როგორც ჰაერით ავსებული ბუშტი, რომელიც ღია ფანჯარას ეძებს რომ გასხლტეს სახლიდან და მაღლა აიჭრას... თუმცა მაღლა აფრენა ჯერ ნაკლებად მინდა, მირჩევნია ამწვანებულ ბილიკებს დავადგე და მინდვრისაკენ გავუყვე გზას,…
სამსახურში ვარ, თუმცა ჯერ უსაქმოდ... საბუთებს ველოდები, ვრთავ მუსიკას დაბალ ხმაზე და ჰანგებს მუზები მოყავთ ჩემამდე. მელოდია ისეთია, სკამზე აგაცეკვებს, მაგრამ რაკი აქ ვზივარ და "სხვაგვარად არ ძალმიძს", ვიწყებ წერას და უნებურად ოცნებით იმ სამყაროში გადავდივარ, სადაც ეს ჰანგები იშვა.
კუბა, ჰავანა...
არ ვიცი რატომ, ამ ქვეყანაში მოგზაურობა აკვიატებულ ოცნებად მექცა და ეს მათი ცეცხლოვანი მუსიკის და ფილმის "ბინძური ცეკვების" დამსახურებაცაა ალბათ.
Roberto Anglero-ს ნამღერი თანდათან იპყრობს ჩემს გონებას, წარმოსახვა უფრო მეტად მიმძაფრდება და მე კუბაში ვარ...
მე ამაყი ვარ იმიტომ რომ:
ნეტავ შემეძლოს ტყის სახლში შემოტანა, მოშრიალე ხეები მუდმივ გაზაფხულს და სიმშვიდეს შემომინახავდნენ... პეპლები და მოჭიკჭიკე ჩიტები იფრენდნენ გარშემო და ოთახის ერთი კუთხიდან მეორე კუთხემდე მოწანწკარე ნაკადულიდან დალევდნენ წყალს, ხის ტოტებს წიგნის თაროებად გამოვიყენებდი და გაღებული ფანჯრებიდან მზეს შემოვიტყუებდი.
რატომღაც მგონია, რომ ადამიანებს არაფრად გვიღირს ჩვენი სიცოცხლე...
დღეს მე ჩავრთავ ყველა იმ სიმღერას რომელიც დაგროვდა ჩემს ”კომპიუტერულ საქაღალდეში” ამ წუთამდე... მერე ფანჯრებს ბოლომდე გავაღებ, იატაკზე დავჯდები, ძველ წერილებს ამოვალაგებ და გარედან შემოსულ მზის სხივებთან ერთად დავტკბები მელოდიების მოსმენით, გაყვითლებული ფურცლების ქექვით და კითხვით...
შეიცვლება სიმღერები, წერილები, ერთი მეორეს ჩაანაცვლებენ მელოდიები და შემსრულებლები, ზოგი უკვე მობეზრებული, ზოგი მივიწყებული, ზოგი სულ ახლახანს მოწონებული... ყველა თუ არა, უმეტესობა რაღაცას გამახსენებს, ემოციებს განმიახლებს, გამახარებს ან დამასევდიანებს, გავლენას მოახდენს რიტმით და ენერგიით ამავსებს, მრავალჯერ გადაკითხულ წინადადებებს ახლებურად გადამაკითხებს...