bote7777'n blogi

bote7777
42, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

20.05.2012

ვნებით ვეზიდები ჭიდან ცისფერ სათლებს,
ცეცხლის ალები მაქვს თმებზე მოდებული.
ალბათ, მერამდენე შენი კოცნა მმართებს,
მაინც ბუტია ვარ ეგრეთწოდებული.

კადნიერებაა, გერქვას „ჩემი კაცი“,
არა, არ გეგონოს, მართლა გებუტები...
მე კი მართლა მინდა, მერქვას შენზე შენი
ქალი, შველი, ბარტყი, შენ რომ გებუდები.

არა!!! მაინც მინდა? მარტო ჩემი იყავ!
მხოლოდ ჩემი თმების ელვა გათრთოლებდეს!
მე თუ ერთადერთად, კარგო მიმაჩნიხარ,
შენც ხომ ჩემი ტანი უნდა გაჟრჟოლებდეს?

ნაწნავს ჩამოგიშვებ ჩემ ბროლის კოშკიდან,
ამოდი, ამხსენი ლალის ბორკილები!
თუ კლიტე დამადე, შენ თავად გამაღე,
ავიშვათ, ბოჰემის დავდგათ ქორწილები.

ვნებით ვეზიდები ჭიდან ცისფერ სათლებს,
სანთლად გეკიდები, შენი კოცნა მმართებს...


02.07.2012

თვალებს იქით სხვა სამყარო გუგუნებს,
თვალებს იქით სხვა სამყარო იწყება,
თვალებს იქით სულის სარკე შეგხვდება,
თვალებით კი სხვა არ დაგავიწყდება.
თვალებია შენი მესაიდუმლე,
მისი ჩინი კი ყველაზე ძველია,
თვალები ხომ სუყველაფრის მთქმელია,
ი ს ხ ო მ შ ე ნ ი . . .
შ ე ნ ი გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი ა ! ! !
თვალები კი ზოგჯერ უფრო მეტია,
ვიდრე ენა ლაპარაკად ქცეული,
ის ელჩია ქვეყანაზე გრძნობების,
იმ ქვეყნიდან.... ჩუმათ გამოქცეული...


21.05.2012

ნაპირს დაუკოცნა კენჭები და
გულზე სველი კოცნა დაუდნო
თრთოლვა გაიყოლა ფეხებიდან
ჩაიღიმილა და გაუგო
ცხელი ჩაიხუტა ქვიშა გულში
ტალღა დაუფინა ნაპირზე
თუკი ვერ აყვები სიხარულში
მაშინ არაფერი დაპირდე
ამ მზეს,გაგიჟებულს ამის ცქერით
ამ ცას მოლივლივეს ცისფერში
ვერას დააჯერებ დაფიცებით
მზერას გამოიჭერს სივრცეში
მერე დაგიბრუნებს ამ მზერას და
გკითხავსრა გტკივა და გაოცებს
გაგამხელინებს,რომ მოგენატრა
გულთან მიგიკრავს და გაკოცებს
ნაპირს დაუკოცნა კენჭები და
გულზე სველი კოცნა დაუდნო
თრთოლვა წამოკრიფა ფეხებიდან
თვალი ჩაუკრა და გაუგო


21.05.2012

ხელის გულზე დაგიყრი ღიმილებს...
ტუჩის კუთხეში დაგიტოვებ კოცნებს....
შევაჩერებ დროს....რათა უკვდავყო შენი სახება....
წავშლი ზღვარს რეალობასა და უტოპიას შორის...
თავს დაგადებ გულზე და ფიქრის ძაფს გავწყვეტ...
შენს გულისცემას ჩემად გავითავისებ....
ჩემი დუმილი, ყველა სიტყვაზე უფრო თბილი....ჩურჩულად დაიღვრება....
გაწითლებული მთვარე სადღაც მიიმალება.....
რა საჭიროა მთვარის შუქი, როდესაც შენი მზერა სულში მწვდება და ყოველგვარ წყვდიადს ანათებს.....
სადღაც კუთხეში, ჩვენს მიღმა...სამყარო დარჩება...
ჩემი სამყარო კი შენს თვალებში იფეთქებს ......
ისევ მოსწყდება ბაგეებს ღიმილი....
ჩემში სითბოდ ჩაიღვრები...ჩემში იმედი იქნები....
ჩემში მე იქნები! !


21.05.2012

,,არ მინდა დაგკარგო და მერე მივხვდე,რომ
შენს მზერას შეეძლო ჩემი მზეც ეხილა...
და თუკი ტკივილი არის დღეს საჭირო
მტკივა ვთქვა ჯობია ვიდრე ვთქვა-მეტკინა!
არ მინდა წახვიდე და მერე აღმოჩნდეს, რომ შენს სუნს მივტირი აშლილი ქარივით...
შეგრძნება არ მინდა ვიწვნიო სიშორის
ძაძებში გახვეულ იმ ქვრივი ქალივით!
არ მინდა გაქრეს და მერე კვლავ აღმოჩნდეს,
რომ შენთან დღეს ერქვა -დღე ლურჯი ზღაპრების...
დარჩი და ბოლომდე მიმიშვი შენს სულთან
და ვნახოთ ერთმანეთს სადამდე გავყვებით!
დღეს ვხვდები შეეძლო ჩემს ფიქრს და ოცნებას
დარბის და ერბინა...ტირის და ეტირა... არ მინდა წახვიდე...ამტკივდი თუკი გსურს,
რომ არ ვთქვა , რომ არ ვთქვა, რომ არ ვთქვა
მე ტკი ნა!


22.05.2012

სინამდვილე ბევრჯერ გამიზღაპრებია,
სიმახინჯე სილამაზით დამიხატავს,
ლურჯ ოცნებას ლურჯი ფრთები დამტვრევია,
საქორწილო ფიქრს გასცლია თეთრი ფატა.
სიძულვილშიც სიყვარული მიძებნია,
ღალატის წილ ღალატს როგორ გავივლებდი
იქ დავმდგარვარ,სადაც მეტი სიძნელეა,
გოლგოთაზე როგორ გავიაპრილებდი.
მოლოდინი ეჭვებისგან დამიხსნია,
მაინც რწმენად დამისახავს რაც არ მწამდა
და დღეს, ის რაც ჩემი ბედის დაისია,
მომყოლია სიზმარ-ცხადის გასაყართან.
რაღა შემრჩა?-დარდიანი ფოთოლცვენა,
დარდიანი ფოთოლცვენის მუნჯი ფერი...
მე კეთილი ჯადოქრების მაინც მჯერა
ასეთი ვარ, მაპატიეთ ყველაფერი...


02.05.2012

მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი,
რა უფეროა უშენო დღე
და რა წყეული უშენო ღამე,
მითხარი რამე!
მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი,
როგორ ვივიწყებ შენეულ წყენას,
როგორ ვიტკიებ უშენო წამებს,
მითხარი რამე!
მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი,
როგორ გიცდიდი, როგორ გელოდი,
როგორ ვიცრემლე, როგორ ვეწამე,
მითხარი რამე!
მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი,
მაგრამ სიტყვების არ მეყო ნუსხა
და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს,
რომ ჩემი გულის შეიგრძნო სუნთქვა.
შენი ლამაზი სახის დახატვა
ვერ შევძელ, რადგან ვერ ვნახე ფერი,
რომელიც ტუჩებს მოგიხატავდა
და იქნებოდა თვალთ შესაფერი.
შენი ლამაზი ხმის ჰარმონია
ყურში ჩამესმის მე გამუდმებით..


30.04.2012

1♥ იცი, მე შემიძლია მიგატოვო ნებისმიერ წამს, მაგრამ ვერაფრით მიპოვნია ამისთვის დრო :>
2♥აქამდე სიტყვა "მიყვარხარ" იყო, როგორც კოკო შანელის კაბა, ეხლა კი, როგორც მაიკა ვიეტნამის ბაზრობიდან))
3♥მიყვარხარ, როცა იღიმი მხოლოდ იმიტომ, რომ მე გამაღიმო..
4♥მენატრება უსაშველოს, უსაზღვროდ...მენატრება იმდენი ხანია, რომ ამ გრძნობას ვეღარ ვგრძნობ...უბრალოდ ჩვევად მექცა...♥
5♥ჩემი ცხოვრების ნაწილი?... არა მთლიანი ხაარ♥ ))
6♥მეცინება ჩემი რო ხარ და სხვა რო გიჩემებს )))
7♥იცხოვრე მომავლის იმედით...იოცნებე.... აუცილებლად ახდება...! :**
8-♥აღარ გიყვარს ? - შენც შეამჩნიე რომ უკვე 4 წუთია აღარ მიხსენებია ??
9♥არსებობენ ადამიანები , რომლებსაც არ მიწერ , არ დაურეკავ , არ დაელაპარაკები , მაგრამ შენთვის ისინი მაინც ყველაზე ძვირფას ადამიანებად დარჩებიან ..))♥ ..
10♥გახსოოვს მიმტკიცებდი…


29.05.2012

არა, მე მართლა კი არ დავბერდი, ისე ჭაღარა შემოეპარა სახეზე ღარებს ... რომ დაინახავთ მონატრებაა სიბერე არა ..... არა მე მართა კი არ დავბერდი, ეს მონატრებამ გული დაბზარა ... თქვენთან წამოსვლას რომ დავაპირებ მომიშუშდება ყველა იარა .....არა, მე მართლა კი არ დავბერდი, ისე უბრალოდ ფიქრმა დამღალა ... იმედის კართან ჩამოვისვენე და მოთმინება იმან მასწავლა ..... არა, მე მართლა კი არ დავბერდი თქვენთან სიშორემ მატკინა გული, საათს ვუყურებ და დღეებს ვითვლი უზომოდ თქვენზე შეყვარებული...


18.06.2012

ღმერთმა ქნას, რომ გიყვარდე ამ მიწიდან იმ ცამდე.
ღმერთმა ქნას, რომ გინდოდეს შენს გულს ჩემით გითბობდე.
ღმერთმა ქნას, რომ მნატრობდე, არასოდეს არ მთმობდე.
ღმერთმა ქნას, რომ ეჭვისგან არასოდეს გარბოდე.

ღმერთმა ქნას, რომ ისურვო ჩემი თმებზე თამაში,
ღმერთმე ქნას, რომ გვიყვარდეს დეფიციტის ხანაში.
ღმერთმა ქნას, რომ ჩვენ ვიყოთ სულით თანაზიარი.
გაგვითენდეს დღეები იმედებით მზიანი.

ღმერთმა ქნას, რომ შეცდომებს აღარ ვიმეორებდეთ.
ღმერთმა ქნას, რომ ერთმანეთის ნუგეშს ვიმედოვნებდეთ.
ღმერთმა ქნას, რომ გვიყვარდეს ჩვენ სამოთხის კარამდის.
სიყვარულში ისე ვარ გრძნობა თავზე გადამდის.

ღმერთმა ქნას, რომ არ გაცვდეს ტრფობა მარადიული.
ღმერთმა ქნას, რომ გვფარავდეს მადლი მუდამ ღვთიური.
ღმერთმა ქნას, რომ თვალებზე ცრემლს ვერასდროს ვხედავდეთ.
მე დამჭკნარი ვიყავი გულზე როცა მენამე.


Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti