ne-o-ni'n blogi

ne-o-ni
33, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

არ ვიცი, რაა, მართლაც, სიცოცხლე,
რატომ გვჩუქნიან, რისთვის ღმერთები...
სანამ გამიცნობ არ გამისწორდე,
ნუ მესვრი ტყვიებს ასე ფეთებით...
ისევ აიმღვრა ზღვების ნაპირი,
სისხლი სწყურია ისევ ქარიშხლებს,
და სული ჩემი გრძნობის ვამპირი,
კედლებზე აკრავს შიშველ აფიშებს...
ზოგჯერ მგონია, რომ სიზმარია,
ულაყებივით გარბიან ზღვები,
ზვირთებს ნაპირი დაუფარია
და პორტებს ესხმის ცა გააფთრებით...
თითქოს ყველაფრის წაშლას აპირებს,
რაც კი აქამდე ხატა და ქარგა,
თითქოს ზღაპარი და სინამდვილე,
ელვით და მეხით ერთმანეთს ფატრავს...
აღარ ვარსებობ, აღარ ვარსებობ,
აღარც ის მახსოვს თუ ვარსებობდი,
და თუ ოდესმე ვინმემ მახსენოს,
თქვენ აუხსენით როგორც ვკვდებოდი...
თუ გრიგალებმა როგორ მიშვილეს,
როგორ ვებრძოდი ჯანღებს ბნელეთის,
მოვედი, ცაზე გადავიფრინე,
და მათ დავუთმე მათი ხმელეთი...


ჩვენ მოვდიოდით გვერდიგვერდ დიდხანს,
ასე მგონია, დასაბამიდან...
მარტი ფიქრს ისე გულდაგულ იფხანს,
თითქოს იგონებს იმ დღეს თავიდან...

პირველად ვნახე გზების გაყოფა,
თუმცა ყველაფერს სულ გვინ მივხვდი,
დამღალა მარტის ოინბაზობამ,
მისმა ათასჯერ მორგებამ ნიღბის.

გზის მერე უმალ გაიყო სახე,
გაიყო გული, გაიყო ფიქრი,
სულს ქარი ანცი ბავშვივით არხევს
და გასაყოფიც არ დარჩა თითქმის.

მაგრამ ჯერ კიდევ იმედით ცოცხლობს,
ცახცახებს მკერდში ორი ლებანი
და მარტსაც პასუხს უთუოდ მოვთხოვ,
რაც იჭორავა განშორებამდი.

თუ მონატრებას ახლავს დათმობა,
შენი სახელი უნდა ვიყვირო...
მე უკვე ვიცი, რაა გაყოფა
და შეერთებაც მინდა ვიხილო...


edellinen 1 2 3 4 seuraava →
Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti