nargiza'n blogi

nargiza
33, Batumi, Georgia (ent. Gruusia)

შენი მეგობრები შენი სიმდიდრეა, შენი მარგალიტი, ოქრო და ბრილიანტი.…

როცა რაღაც სიგიჟემდე გიხარია, ვისთან გარბიხარ და ვის უზიარებ შენს სიხარულს?

როცა რაღაც გაწუხებს და ვერავის ეუბნები, ვისთან მიდიხარ და ვინ გისმენს მთელი გულისყურით, ისე რომ არ გაწყვეტინებს?

როცა შეცდომას უშვებ და ხრამთან დგახარ გაუთვითცნობიერებლად, ვინ მოდის და ვინ გიწვდის დახმარების ხელს?

ვინაა რომ ხელს ჩაგკიდებს თვალებში ჩაგხედავს და შენს გულისთქმას უსიტყვოდ გაიგებს?

მეგობარი!

ესა ადამიანი, რომელთანაც გაქვს საერთო სული!

არაა აუცილებელი ერთნაირად იცვამდეთ, ერთნაირ სუნამოებს ხმარობდეთ.… მთავარია ერთმანეთის გესმოდეთ და მხარში ედგეთ.

მეგობარი, ესაა ადამიანი რომელმაც კარგად იცის შენი ავიცა და კარგიც და უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ და არა ისეთი, როგორიც მას სურს…


გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ, ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი, შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ, მერე წავალ და არაფერს გეტყვი. გაივლის დრო და მოვა ზამთარი, დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას, რომ შემცივდება, დაბერავს ქარი, ჩემს გასათბობად არავინ მოვა... ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება "ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი", შენი თვალები გამახსენდება და ისევ ისე დაბერავს ქარი. ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში, ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე, ჩავიძირები ისევ ფიქრებში და გულში ისევ ჩუმად გინატრებ. გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ, ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი, რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ, შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი.


ყოველთვის ეცადე იყო ის,ვინც სინამდვილეში ხარ და არა ის,ვინც უნდათ რომ იყო..... გიყვარდეს ის ვინც მათლა გულით გიყვარს და არა ის ვისაც უნდა რომ უყვარდე....კეთილი საქმისთვის სამაგიერო არ მოითხოვო,რადგან სიკეთე მზესავითაა,ანათებს და ათბობს... თუ სიყვარული დაგტოვებს,არ გაეკიდო,რადგან არ ყვარებიხარ ისე, როგორც იმსახურებდი...უერთგულე იმას,ვინც მართლა ერთგულების ღირსია და არა იმას,ვინც გეფიცება....დაეხმარე იმას,ვისაც მართლა დახმარება სჭირდება და არა იმას, ვინც მოითხოვს,რომ დაეხმარო....რთულ და გადამწყვეტ მომენტში ცივი გონებით განსაჯე, რადგან მრისხანებამ შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა ჩაგადენინოს....დაიჯერე ის რასაც შენი თვალით ნახავ და არა ის,რაც უნდათ რომ დაიჯერო....დააფასე ის,რაც გაქვს დღეს,რადგან არავინ იცის რა იქნება ხვალ...არ ეკამათო იმას, ვისაც შენი არ ესმის,რადგან ჭეშმარიტება კამათში არ…


ამ ქვეყანაზე, მე რომ ვერ დაიჩემებს ვერავინ ისე...
ეს სიყვარული ისე დიდია,
ისე ძლიერი და ისე მტკიცე...
ამ ქვეყანაზე, მე რომ გიყურებ,
ასეთ თვალებით ვერავინ გიმზერს...
მე რომ მიყვარხარ,ამ წუთას ახლა,
ვერ შეგიყვარებს ვერავინ ისე...
ამ ქვეყანაზე რაც გულებია,
ასეთ სიყვარულს ვერავინ იძენს...
როგორც შენ ამ გულს ახლა უყვარხარ,
ვერ შეგიყვარებს ვერავინ ისე..
ამ ქვეყანაზე რაც ლექსებია,
ყველა ნაპარავს, მალულად გიდებს..
მხოლოდ ეს ჩემი სულია შენთვის,
რომელიც მხოლოდ საკუთარს გიწერს..
ამ ქვეყანაზე, რაც ლოცვებია,
იცოდე მუდამ მე გულში მიდევს...
მე რომ დაგლოცავ ამ ქვეყანაზე
არვინ დაგლოცავს,არასდროს ისე...
ამ ქვეყანაზე ყველა მშიშარა...
ცარიელ სიტყვებს ისვრიან ისე..
შენი გულისთვის ასჯერ მოვკვდები
არ დავიკვნესებ იცოდე ისე,,,
შენი გულისთვის ზეცაში ავალ,,
და ჩემს სულს ახლაც უფალსა მივცემ..
გწამდეს ამ ქვეყნად, მე რომ მიყვარხარ
ვერ დაიჩემებს ვერავინ ისე...!!!..


.ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს...ასე მგონია ასეთი სიყვარული არავის შეუძლია...დავიძინებ-მიყვარხარ! გავიღვიძებ-მიყვარხარ! ჩემთან ხარ-მიყვარხარ! და თუ შორსა ხარ, მაშინ ყველაზე მეტად მიყვარხარ! მე სიყვარულზე უფრო დიდი სიყვარული მიბოძა ღმერთმა. შენგან მივდივარ-მენატრები...თვალს მოგაშორებ-მენატრები...როცა გიყურებ, მაშინ ყველაზე მეტად მენატრები...მონატრებაზე უფრო დიდმა მონატრებამ შენად მაქცია. ჩემი სიყვარული დედამიწაზე დაიბადა და გაიზარდა. როცა ახალ დაბადებულ ბავშვს ვეფერები-შენ გეფერები! როდესაც შინ თითის წვერებზე დავდივარ, მაშინ შორეულ ბინაში შენს ძილს ვუფრთხილდები.მადლობაზე უფრო დიდი მადლობაა ჩემთვის შენი არსებობა. რომ ხარ ესაა მთავარი. მე დაგელოდები, სიცოცხლის ბოლომდე დაგელოდები...არა, არა სიცოცხლის იქითაც თუკი შეიძლება ლოდინი, მე იქითაც დაგელოდები. ჰო, ასე მგონია ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ…


თუ მენდობიან და გულს მიშლიან

ბევრსა ჰგონია, იცის ვინცა ვარ...

მხოლოდ შენ მიცნობ ყველაზე კარგად

და მიხარია... შენს თავს ვფიცავარ!

ხან თუ თბილი ვარ აგვისტოსავით,

ხანაც ქალივით მარტის თვისა ვარ...

მხოლოდ შენ გესმის ჩემი სიგიჟე,

ჩემი სიმშვიდეც... შენს თავს ვფიცავარ!

ხან დამადინჯებ როგორც მოხუცი,

ხანაც პატარა ბავშვის ჭკვისა ვარ...

მე მიხარია შენ რომ არსებობ... -

ჩემი ხარ... მართლა... შენს თავს ვფიცავარ!

თუკი ზედმეტი რამე წამომცდა,

გთხოვ მაპატიო, განა ქვისა ვარ...

ეს ფიციც ერთ დროს შენგან ვისწავლე...

და სულ ვიყვირებ - შენს თავს ვფიცავარ!


მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!!!
მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად!!!
სამყაროზე მეტად!!!
სიხარულზე მეტად!!!
მზის ჩასვლაზე მეტად!!!
მონატრებაზე მეტად!!!
ვნებაზე მეტად!!!
სევდაზე მეტად!!!
ბავშობაზე მეტად!!!
სიგიჟეზე მეტად!!! ცრემლზე მეტად!!!
ანგელოზზე მეტად!!!
ქარიშხალზე მეტად!!! მთვარის შუქზე მეტად!!!
ოცნებაზე მეტად!!! ტალღებზე მეტად!!!
უკვდავებაზე მეტად!!! სევდიან თვალებზე მეტად!!!
ლამაზ ბაგეებზე მეტად!!!
ბედნიერ წუთებზე მეტად!!! საკუთარ თავზე მეტად!!!
ყველაფერზე მეტად რაც გამაჩნია!
!


მენატრები, სიგიჟემდე მენატრები. სად გეძებო?! ანდა როგორ დაგიძახო? ეშმაკები ხარხარებენ სასთუმალზე,თვალებს ვხუჭავ, იქნებ სიზმრად მაინც გნახო. თვალებს ვხუჭავ ცისფერ ნისლში მელანდები, სიხარულით გული თითქოს შეშლილია, ცხოვრებაში დავშორდით და სიზმრად მაინც... სიზმრად მაინც არ დაგკარგო მეშინია !!! იღიმები თვალებს გიშრობ გიჟურ კოცნით, ვერ მივმხვდარვარ ცხადია თუ სიზმარია, ცხოვრებაში დავშორდით და სიზმრად მაინც, სიზმარად მაინც არ დაგკარგო მეშინია


მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ, რაც გადის დრო და ხანი
მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი,
შენი შავი თმის ბუჩქი, ეგ თეთრი შუბლი სერი
თვალები გიშრის ფერი, ლოყები ვარდის ფერი...
შენი თითებიც მიყვარს, ორი პატარა თათი
ო, იცი როგორ მიყვარს ოდნავ შეხებაც მათი,
ო, იცი როგორ მიყვარს, გამოუთქმელი ენით
შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი,
მე დარდიც მიყვარს შენი, შენი ღიმილიც მათრობს,
მე ცრემლი მიყვარს შენი, შენი კისკისი მართობს,
მე შუქი მიყვარს შენი, რა არის მისი ფასი,
მე ჩრდილიც მიყვარს შენი მზის დაბნელების ფასი,
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ, მწვავს შენი ტრფობის ალი,
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ, მთელი გრძნობით და ძალით,
ღამით ჩემთან ხარ სიზმრად, ფიქრში ჩემთან ხარ დღისით,
გულის ძგერის ხმა მესმის შენი ხმა არის ისიც,
მიყვარხარ…


ვერ მოვაღწიე თუმც დღემდე შენთან,
ამ სიშორითაც კარგი ხარ ისე,
რომ შენი გულის იდუმალ ფეთქვას,
ვით ანგელოზის გალობას, ვისმენ.
არც მახსოვს, როდის დაგკარგე სადღაც
და უშენობას როდიდან ვუძლებ.
შენსკენ ნაბიჯებს ბალღივით ვადგამ,
რომ არ დავეცე დამრეცზე უცებ.
მაგრამ რა უნდა უმანკო ყვავილს
ქართა ფლოქვებით გაქელილ ქვებზე?!
თუმც არ იშლიდა როგორც თავისას,
აღარც კი ცდილობს იცვალოს გეზი
კვლავ ქვის კედლებსვე შეხლილი ბღავის
გული - ოცნებამ რომ წააქეზა.
და თუნდაც ვერცროს გიხილოს ახლოს,
ამ სიშორითაც იზიდავ ისე,
რომ შენსკენ გზაზე სუყველა მაღლობს
მწვერვალად თვლის და მიიწევს ცისკენ!


Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti