.................................
42, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

ვარ ილუზია, შთაგონება, გულის ხმა შენი...
ვარ სიხარული, მწუხარება, მტანჯველი სენი...
ვარ გაზაფხული,შემოდგომა, ათასი ფერი...
ფიქრი,სიკეთე,ბოროტება,მზრუნველი ხელი...
მე ვარ სიცოცხლე, ვარ სიკვდილი,ვარ გარინდება...
ვარ წვიმა, თოვლი,დღის სინათლე და დაბინდება...
გამოძახილი შენი სულის,დროთა დინება...
ვარ აღტაცება,ძირს დაცემა და განდიდება...
ვარ სიბილწე, სისპეტაკე,შეცდომა შენი...
ვარ მონატრება, ვარ ოცნება,სურვილი მწველი...
ვარ გამოცანა, მოლოდინი, ათასი წელი...
და მაშინ წავალ, როცა ამას ნაკლებად ელი...

3 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti