colebis sakitxavi
39, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

 gagrdzeleba, imedia bolomde chaeteva
მამაო ჩვენო, ჩვენ ყველანი შენი შვილები ვართ,
როცა გპირდებით,
რომ არასოდეს ვუღალატებთ შენი კეთილი ნებით დადგენილ მიზიდულობის კანონებს,
როცა ბრმად და სიყვარულით ვიწერთ ჯვარს შიშზე,
ერთმანეთის დაკარგვის შიშზე,
რომელიც ზოგჯერ იმხელაზე ახელს თვალებს,
რომ საბოლოოდ გავრბივართ საკუთარი თავებიდან,
და ერთმანეთში ვცხოვრობთ.
ყველა ქალის ისტორია იწყება ამით.


მერე გვწყურია ერთმანეთის ხელისგულებიდან,
წელიწადში 12 თვე გრძელდება ჩვენი შიშნარევი ტოქსიკოზი,
და ყველაზე საყვარელ შვილებს თვალებიდან ვმშობიარობთ.


მამაო ჩვენო, მასწავლე სიყვარული,
რომ ყოველთვის ცოცხალი იყოს ჩემი სიყვარული.



მე ვიცი, როგორ გარბიან შენი კეთილი ნებით დადგენილი კანონებიდან.
როგორ მიჰყვებიან ამ ქალაქის მდინარეს,
მსოფლიოში ყველაზე ტალახისფერ მდინარეს სადღაც,
და მტკივნეულ სევდასა და უსაფლავო სიკვდილს გვიტოვებენ
გულდაწყვეტილი მეგობრები



მამაო ჩვენო, მასწავლე მათი სიყვარულისთვის ლოცვა.



სამი ღამეა თვითმკვლელ თევზებს ვხედავ სიზმრად.
მე კარგად ვიცი მათი სიმღერა,
მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მონდომებით ვსწავლობდი და მასწავლიდნენ.
და ახლა, როცა ნესტიანი კედლებიდან, საკუთარი ხერხემლიდან,
და ყველაზე მარტივი სურვილებიდან ამომძახიან
მღვრიე, მაგრამ უცნაურად გამჭვირვალე სიტყვებს,
ბავშვობისდროინდელი კედლების ხსოვნას,
წართმეული მიწების უსიზმრო და დაძაბულ ღამეებს.
უსირცხვილოდ გპირდები, ღმერთო, რომ დავივიწყებ
ჩემი სამი დღის სიზმარს,
რომ დავივიწყებ გუგების უკან ატირებულ
ჯერარდაბადებულ შვილებს,
მარტივ შიშებში მომხრჩვალ და მოგუდულ
უმარტივეს სურვილებს,
და იმას, რომ
ყველა ქალის ისტორია იწყება ამით.



სამი ღამეა თვითმკვლელ თევზებს ვხედავ სიზმრად.
სამი ღამეა სიზმრად გხედავ შენ.
მითხარი, რომ სწორედ ასეთი სუსტი მხრები უნდა მქონოდა.
მითხარი, რომ სწორედ ასეთი ხვეული თმები უნდა მქონოდა.
მითხარი, რომ სწორედ ასეთი თვალები უნდა მქონოდა, _
თითქოს სადღაც ვიყურები,
მითხარი, რომ, იცი სად მთავრდება ჩემი სადღაცმაყურებელი თვალების ჰორიზონტი,
მითხარი, რომ იცი, სად მთავრდება ჩემი შიშის ჰორიზონტი,
და მითხარი, რომ იცი, სად იწყება ყველა ქალის ისტორია.





მამაო ჩვენო, დაიფარე ჩემი თვითმკვლელითევზებისფერი სიყვარული.



სამი ღამეა თვითმკვლელ თევზებს ვხედავ სიზმრად.
სამი ღამეა სადღაც მიფრინავს ჩემი ხელის მტევნებიდან
ოდესღაც ჩასახლებული ჩიტის სული
და თვალებში შვილების ნაცვლად
საპნის ბუშტები სახლდებიან.

მამაო ჩვენო, გადაარჩინე ვინც შეგიძლია,
ვისაც უჭირს ამ რეალობის პატარა ნამცეცი ამოაფაროს
საკუთარ ილუზიას,
და საკუთარი სიყვარული დაიჯეროს.
მამაო ჩვენო, გვასწავლე, როგორ, მოვაშოროთ ერთმანეთს
თვალებიდან, ხელებიდან, სულიდან და სხეულიდან
სხვისი თვალები, ხელები, სულები და სხეულები,
საკუთარის გარდა.
სხვისი სახლების სუნი, სხვისი მინდვრების ბალახები,
სხვისი სამშობლოების ნოსტალგია
საკუთარის გარდა.

ჩვენ არასოდეს გვისწავლია სკოლაში, სადაც
ერთმანეთი მხოლოდ უყვართ.
სადაც თვალების სწორად გახელას
და ერთმანეთის სწორად დანახვას ასწავლიან,
სადაც მხოლოდ ერთმანეთისთვის შესრულებული მოქმედებების
ზმნებს

12 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti