იგავები "გოლესთანიდან"
33, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

იყო ორი ძმა: ერთი სულთნის სამსახურში იდგა, მეორე კი თავისი მარჯვენით შოულობდა ლუკმაპურს.
ერთხელ მდიდარმა ძმამ უთხრა ღარიბს:" რატომ არ დაუდგები ვინმეს მსახურად, რომ ამ მძიმე შრომისაგან გათავისუფლდეო"?
ღარიბმა უპასუხა: "შენ თავად რატომ არ გინდა იშრომო, რომ ამ დამამცირებელი სამსახურისგან შვება ჰპოვოო"?
ბრძენკაცებს უთქვამთ: საკუთარი ხმელი პურის დადება გერჩიოს ხელზე, ვიდრე მოსამსახურის ოქროს ქამარი გერტყასო წელზე.

განა არ სჯობს გამდნარ რკინას შენი ხელით ცომად ზელდე,
გულზე ხელებდაკრეფილი ვიდრე მონად დასახელდე?!
ზოგი აღარც იმას ნაღვლობს, რომ ცხოვრება ერგო ფუჭი,
თუ ზამთარში სითბო აქვს და გაზაფხულზე - სავსე კუჭი.
გიჯობს ჭამო ერთი პური, შენი შრომით ოფლი ღვარო,
ვიდრე იყო ლაქია და წელში ორად მოიხარო.

79 näyttökertaa
 
Kommentit
mari2435 10.09.2016

ზოგი აღარც იმას ნაღვლობს, რომ ცხოვრება ერგო ფუჭი,
თუ ზამთარში სითბო აქვს და გაზაფხულზე - სავსე კუჭი.

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti