წარმატების 7 კანონი ფსიქოლოგ რენდი გეიჯისგან
27, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

წარმატების კანონების ეს სია ცნობილმა ფსიქოლოგმა რენდი გეიჯმა შეადგინა:

1. სიცარიელის კანონი
თუ შენ ახალი ფეხსაცმელი გსურს, გადააგდე ძველი. თუ ახალი ტანსაცმელი გინდა, გაასუფთავე გარდერობი. საკუთარი ნებით დაემშვიდობე შენსავე სტერეოტიპებს.

2. ცირკულაციის კანონი
მზად იყავი, გათავისუფლდე იმისგან, რაც გაქვს, რომ მიიღო ის, რაც არ გაქვს და გინდა, რომ გქონდეს.

3. წარმოსახვის კანონი
თავდაპირველად წარმოსახვაში დაინახე შენი აყვავების ხანა. აღწერე შენი იდეალური დღე, დაწერე და არავის აჩვენო, გარდა იმისა, ვისაც ენდობი. შეინახე ეს აღწერილობა და თავისუფალ დროს გადაიკითხე ხოლმე.

4. თვითშთაგონების კანონი
ადამიანს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას საკუთარი წარმოსახვის, აზროვნების და ინტუიციის განვითარებით.

5. გაცემისა და მიღების კანონი
როცა რაიმეს გასცემ, ის ათიათასით გიბრუნდება უკან. როცა რაიმეს იღებ, ძალიან მნიშვნელოვანია, ის გარშემომყოფებსაც გაუნაწილო. თუ გაქვს ტალანტი და არ იყენებ მას, ე.ი. შეურაცხყოფ საკუთარ თავს. იმისათვის, რომ საკუთარი ნიჭი დამსახურებით დააფასო, უნდა აღიარებდა ამ ნიჭს და სხვებსაც უზიარებდე მას. თუ ამას გააკეთებ, კიდევ მეტ კეთილდღეობას მიიზიდავ.

6. მეათედის კანონი
სამყარო ყოველთვის იღებს თავის წილ მეათედს. ეს გახლავთ ერთგვარი მადლიერების კანონი – 10% იქიდან, რაც გაგაჩნია. მაგრამ არასოდეს იცი, როგორ დაგიბრუნდება უკან ეს შენი მეათედი. ფული – ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ის შესაძლოა მოვიდეს ურთიერთშეთანხმების, მეგობრული ურთიერთობის, გამოჯანმრთელების და სხვა სახით...

7. პატიების კანონი
თუ არ შეგწევს უნარი, აპატიო ადამიანებს, შენ ვერასოდეს მიიღებ სიმდიდრეს. თუ შენი შინაგანი სამყარო სიძულვილით არის სავსე, სიყვარული იქ ადგილს ვეღარ იპოვის. წარმატებისთვის სიყვარული აუცილებელია, ამიტომაც დაუყოვნებლივ გათავისუფლდი უარყოფითი გრძნობებისგან, რომლებიც გჭამს, არ გასვენებს და წინსვლის საშუალებას არ გაძლევს.

10 näyttökertaa
 
Kommentit
xameleon 03.09.2014

მგონი 7 კანონი ყველაზე მნიშვნელოვანია....

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti