ეს ის გოგოა, რომელზეც ყველა ბიჭი თუ არა მათი უმრავლესობა ოცნებობს. დიახ, სწორად გაიგეთ “ოცნებობს”. ვინაიდან და რადგანაც ქვეყანაზე იდეალური თითქმის არაფერი არსებობს, მითუმეტეს ამ უსულო საუკუნეში, იდეალური გოგოს იდიალიც იდეად რჩება და ოცნებას ალამაზებს… თუმცა ხშირად არის მომენტები, როცა გგონია, რომ შენ ის გოგო იპოვნე, რომელიც შენთვის მართლაც იდეალურია, ოცნება რეალობად აქციე და ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხარ, “ასე ხომ ყველას არ უმართლებს?.” მერე, მცირე იმედ გაცრუებაც კი საკმარისია, რომ ისევ შენს იდეალურ ოცნებას დაუბრუნდე…
ბევვრს აღარ მოვყვები, ვიდრე იდეალურ გოგოზე მეოცნებე ბიჭივით მეც დამიკარგავს
ჩემი პოსტის დასრულების იმედი…
ჩემებური იდილია იდეალურ გოგოზე — “ოცნებას კაცი არ მოუკლავს ო.”
ვუყვარვარ იმიტომ, რომ ესეთი ვარ, ჩემია მე კი მისი, ერთგულია, მესაკუთრე, ეჭვიანი, ბუნებრივი, სადა. ვერ იტანს თამბაქოს კვამლს, თუმცა ყოველთვის პოულობს სასიამოვნო სურნელს ჩემს მიერ გაკიდებული თუთუნის ბოლში.
არ სვავს, მაგრამ მზად არის ჩემთან ერთად ბოლომდე გამოცალოს ლუდის ქილა.
არასოდეს შეაწუხებს ჩემს ბაგეს მისი მაკიაჟით გაჯღენთილი სახის კანი.
არ ცდილობს შემცვალოს, მაგრამ მზად არის მასწავლოს ახალი, კარგი თვისებები.
ვჭირდები, ვიზიდავ, ვუნდივარ, ფიქრობს და აბოდებს ჩემზე…
არადროს მიღალატებს, დამტოვებს და გამცვლის სხვაში…
ყოველთვის ფიქრობს, ვაღელვებ და მელის…
არ ავიწყდება მისურვოს; მშვიდობიანი დილა, წარმატებული დღე და მშვიდი ძილი.
ხშირად მეკითხება; როგრ ვარ, სად და ვისთან… [?]
არ დადის ღამის კლუბებში, დისკოთეკებზე და სასეირნოთ ჩემს გარეშე…
უყვარს სიმშვიდე, სიწყნარე და განმარტოება ჩემთან ერთად…
ვუყვარვარ, ვუყვარვარ, ვუყვარვარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად…
იქნებ არსებობს კიდეც ასეთი გოგო… ვინ იცის…
ამბობენ იდეალური არაფერიაო, მაგრამ მე მაინც მინდა მჯეროდეს მისი არსებობის…
ვუყვარვარ იმიტომ, რომ ესეთი ვარ... *THUMBS UP*
me vyofilvar idealuri :))))))))
იცხოვრე და იმოქმედე ისე, რომ იდეალურად იქცეს შენთვის მოსაწონი მანდილოსანი. დაიმსახურე მისი სრულყოფილება.
asetı qalı ımdenıa tu gıyvars yvela qalı ıdealurıa mısı kargıc gıyvars da cudıc
ვუყვარვარ, ვუყვარვარ, ვუყვარვარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად…
mangari rek raaa
asesha vaichquduo:)))))))
vamongarua ase :)))
ვისთვის იდეალური... ვისთვის გულუბრყვილო (შტერი)ასე მონათლავენ დღეს, მაგ შენს იდეალურს...
საინტერესოა ძალიან...
მაგრამ...
მაგრამ ბიჭები არასოდეს აფასებენ ასეთ გოგოს...
ვიცი, ზუსტად ვიცი...
შენი დაწერილია?
kargia tu dges vinme apasebs aset gogos