კაცი მეგონე...
63, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)



წამოყვეს თავი ნელ-ნელა მტრებმა,
რომ გამოფხიზლდნენ ამ ღრმა ძილისგან,
შხამი მოჰფინეს მათ ამ ქვეყანას,
შხამი ხომ არის მათი თილისმა.


ისინი უკვე ერთმანეთს მტრობენ,
გამოელიათ მათ განა ხალხი?
მათი სიცოცხლე მხოლოდ ესაა,
გესლით მოჰფინონ მათ მთელი სახლი.


განა ეს არის სიცოცხლე,
რომ კაცი მოკლა ენით?!
თუმცა გარედან კაცი ხარ,
შიგნიდან
a ხარ გველი!


ლიკა ოხანაშვილი


––––––––––– *** –––––––––––




კაცი მეგონე, გველი ყოფილხარ
და კაცის ტყავში გამოხვეული,
კაცი მეგონე, მაგრამ მოვტყუვდი,
ქვეშმძრომელი ხარ და გამყიდველი.

გარედან სადა, შიგნიდან ჭრელი,
გული გესლით გაქვს ამოვსებული.
ამხანაგოო, - თანაც მეძახი…
პირზე ბადე გაქვს აფარებული.

რატომ არ გინდა,რომ კაცი იყო?
გესლიანობას ანებო თავი,
სიყვარულს სთესდე ამ ქვეყნად მარად,
რომ არ დასტოვო სახელი ავი.

პატიოსნება მაღლა ვაყენოთ,
ძმურად ვიცხოვროთ ამ სოფლად ყველამ,
ვინ რა წაიღო საიქიოში,
რომ შენ წაიღო -გველმა და მელამ?!


basmaCa

16 näyttökertaa
 
Kommentit
kapinio 12.05.2013

ვინ რა წაიღო საიქიოში,
რომ შენ წაიღო -გველმა და მელამ?!

iraklidadiani iraklidadiani 13.05.2013

სიყვარულს სთესდე ამ ქვეყნად მარად,
რომ არ დასტოვო სახელი ავი.

არავინ 11.05.2013

ვინ რა წაიღო საიქიოში,
რომ შენ წაიღო -გველმა და მელამ?!

iraklidadiani iraklidadiani 11.05.2013

სიყვარულს სთესდე ამ ქვეყნად მარად,
რომ არ დასტოვო სახელი ავი.

sherlok-holms 10.05.2013

პატიოსნება მაღლა ვაყენოთ,
ძმურად ვიცხოვროთ ამ სოფლად ყველამ,
ვინ რა წაიღო საიქიოში,
რომ შენ წაიღო -გველმა და მელამ?!

iraklidadiani iraklidadiani 11.05.2013

რატომ არ გინდა,რომ კაცი იყო?
გესლიანობას ანებო თავი,
სიყვარულს სთესდე ამ ქვეყნად მარად,
რომ არ დასტოვო სახელი ავი.
*HI* *KISSED*

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti