12.04.2013
.,.,.,.,.,.,.
35, Mtskheta, Georgia (ent. Gruusia)

ახლაც ისე წვიმს,
ღვთისმშობელის ცრემლების დარად
ასეთი წვიმა იცის მხოლოდ ზამთრის მიწურულს,
მაშინ,როდესაც ყოჩივარდა იღვიძებს ხარბად
და თითო ნეკნის გასხვისებით შოულობს სარჩოს.
ახლაც ისე წვიმს,
წლების უკან როგორც მოვიდა
და განთიადში ჩაეწერა ატმების ფეთქვა,
როცა ზღვარგასულ სიბნელესთან პაექრობისას
მწვანე ფერდობებს შეეხიზნა ამალა ხეთა.
ახლაც ისე წვიმს,
თითქოს სტკივათ სულ ყველა წამი
კედლის კუთხეში მიმაგრებულ საათის ისრებს,
თითქოს ბურუსში შემოაღო ნაცნობი კარი
მხსნელმა და ისიც მათ ჯინაზე კალენდარს იღებს.
ახლაც ისე წვიმს,
როგორც უწინ,როგორც ოდესღაც,
როცა ლანდებმა შემოარტყეს ცაზე კამარა,
უფალმა იცის,დაიბადა ცრემლი როდესაც,
თუ მე აღვიქვამ წვიმის მოსვლას ასე,სხვაგვარად.
გარეთ ისევ წვიმს....
და იწვიმებს,ასე, უაზროდ....

9 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti