11.04.2013
.,.,.,.,.,..,
35, Mtskheta, Georgia (ent. Gruusia)

შიშველ ტანზე გრძნობა მინდა შემომაცვა,
რომ სითბოსგან გული ბევრჯერ შემიწუხდეს,
დავიღვარო, დავიღვენთო შენს მკლავებში,
გავილიო და სული არ დამიმწუხრდეს.

ნაზი სუნთქვით შენს გულს მინდა შევეკედლო,
ვძგერდეთ ერთად, უშენობით კი ვკვდებოდე,
დილით შენს თავს წყაროსავით დავეწაფო,
შუაღამემდე სულ გსვამდე და ვერ ვძღებოდე.

კალმახივით ასხლეტილი ცივ მდინარეს
დაეწაფო, წყურვილი რომ დაგიოკდეს,
თუმცა მერე ჩანჩქერივით ჩაგიქროლო,
მოსასვლელი გზები მინდა შეგიმოკლდეს.

ასე ურჩად ასე გრძნობით ვთავდებოდეთ,
ცამ წყალობა ვარსკვლავებად დაგვაყაროს,
ერთმანეთი ისე ძლიერ შეგვიყვარდეს,
მაღლა ცაშიც ვერარავინ ვერ გაგვყაროს.

5 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti