12.10.2017
***
33, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

ისევ მიმატოვა ბედმა მე მუხთალმა,

ისიც კი წამართვა რაც კი მოვიპოვე,
სადღაც გაიყინა ჩემი ოცნებები
და მეც ვხეტიალობ გზა რომ ვერ ვიპოვე.
თითქოს ნათელია, მაგრამ ნისლი მაკრავს.
მინდა გავიკვლიო, ხსნა კი არსად არ ჩანს;
სადღაც მარტოხელა სული შველას ითხოვს,
სხეულს რომ გაყრია, მისი აღარა სწამს.
ერთად თავმოყრილა ჩემში ყველა გრძნობა;
სული ფორიაქობს მეფობს ანარქია.
ფიქრი შემომაწვა ისევ შორეული
და მეც ვბოდიალობ, ვითარც თვითმარქვია.
დღესაც მოიღრუბლა როგორც შიგნით ჩემთან;
პირი რომ შეუკრავთ ამ მუქ ღრუბლებს.
ქვემოთ დაყურებენ ამ ჩვენს დედამიწას
და იმას ფიქრობენ ამდენს როგორ უძლებს.
ჩუმად გაფიცულან, უხმოდ გამოთქვამენ
პროტესტს იმის გამო, რასაც უყურებენ,
ესეც რომ დაგროვდა, თორემ არ მოთქვავდნენ
სანამ შეუძლიათ ყურებს იყრუებენ;
თვალებს იბრმავებენ კარგის მოლოდინით
იმედს იძლევიან, მაინც ბოლომდე სწამთ,
იმის რომ არ არის ზღაპრად მოგონილი.
მაგრამ საბოლოოდ გრძნობა მორეული,
ცრემლებს გადმოყრიან ყურძნის მტევანებად,
შენ კი დედამიწავ მის ქვეშ მოქცეული,
ოხრავ მოხუცივით სითბო გენატრება.
მე კი სარკმლისა წინ ასე გარინდული,
ვეძებ რომ ვიპოვო რამე ჩასაჭიდი,
თუმცა არ გამოდის, არის გაყინული;
სული გახვეული სულ სხვა გასაჭირში.






89 näyttökertaa
 
Kommentit
Natalia 13.10.2017

სადღაც გაიყინა ჩემი ოცნებები
და მეც ვხეტიალობ გზა რომ ვერ ვიპოვე....

Love4You 13.10.2017

:(

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti