21.04.2012
***
33, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

ლამაზი ხარ, ლამაზი ხარ როგორც მზეო.
და ანათებ იმისათვის რომ გათენდეს ჩვენთვის დღეო.
ისე ნაზი, ციური ხარ მეშინია მოკარება,
რომ იცოდე როგორ მინდა შენტან ახლოს მოპარება.
უძლური ვარ, მაგრამ მაინც მინდა გითხრა ერთი რამე
უშენობა ძალზედ მტანჯავს გადავაბი დღე და ღამე;
გული მიქრის, გული მოქრის ისე როგორც ნელი ტანგო;
იქნებ მითხრა რომ ვიცოდე მე სადამდე დავიტანჯო?!
შენ გიყურო შემიძლია და ლოდინში გავათენო,
ნუთუ მართლა მეღირსება რომ შევეხო შენ ბაგესო?!
ვიგრძნო შენი სიტკბოება, დავთვრე როგორც ღვინით მთვრალი,
თორემ უკვე შორს წავედი ამებნია გზა და კვალი.
შენ ხარ ჩემი სიყვარული და ცხოვრების სინათლეო;
როგორ მინდა ამისრულდეს რაც კი რამე ვინატრეო.
სულ შენ გვერდით ვიყო მე და გეალერსო, გეალერსო;
მითხარ რამე, თორემ უკვე ვეღარ უძლებ მე ამდენსო.
ამოფეთქავს ჩემი გრძნობა, მოვა როგორც ნიაღვარი,
წაგვიყოლებს ჩვენ ორივეს და გაქრება ყველა ზღვარი.
ეს იქნება სიყვარულის ზემაღალი გამოვლენა,
წამი, როცა გონებიდან გაგვიქრება ფიქრი ყველა,
როცა გონი დადუმდება, დამუნჯდება უფრო ენა.
მივეცემით ნეტარებას, დავივიწყებთ რეალობას;
მაშინ ვიტყვი მხოლოდ მაშინ რომ ვაღმერთებ მე ამ გრძნობას!

16 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti