29.11.2013
:* :* :*
33, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

შენა ხარ მთვარე, მნათობი ცისა ღამით რომ ანათებს გზას;
ეს ვარსკვლავებიც შენ ხარ
დაშორიდან აპარებ თვალს;
და ჩემი მზეც ხომ შენ ხარ, დილას რომ
ახარებს კვლავ;

ეს დილის სიოც შენ ხარ, ნაზად რომ ეხება თმას;

წვიმის წვეთებიც შენ ხარ, ცრემლად რომედებთვალს;

ეს თოვლის ფიფქიც შენ ხარ, ნაზი, რომ დნება წამს;
და ეს სიცივეც შენ ხარ, გულს რომ უაზროდ კლავს;
ეს ხმაურიც ხომ შენ ხარ, ისევ გვახსენებ თავს;
და ეს სიჩუმეც შენ ხარ, აღარ აპირებ თქმას;
ეს ხეებიც ხომ შენ ხარ, რომ ალამაზებს გზას;
და ეს ღრუბლებიც შენ ხარ, სევდას რომ აღუძრავს კაცს;
ეს მყინვარებიც შენ ხარ, მიუწვდომლად რომ ჩანს;
და ეს ყვავილიც შენ ხარ, უცხო რომ სურნელი აქვს;
ეს გაელვებაც შენ ხარ, ვეღარ იკავებ თავს;
და ეს ცეცხლიც ხომ შენ ხარ ასე სწრაფად რომ წვავს;
ეს მუსიკაც ხომ შენ ხარ, რომ დაგავიწყებს სხვას;
და ეს ტალღებიც შენ ხარ, რომ ბობოქრობენ ზღვად;
მთელი სამყარო შენ ხარ, ჩემს გარშემო რომ დგას;
ჩემი ნაწილიც შენ ხარ, ამ ქვეყნად ერთი რომ მყავს;
ჩემი სიცოცხლეც შენ ხარ, რომ მიხალისებს წამს;
შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ ის რისაც მე დღეს მწამს.

4 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti