23.04.2012
***
33, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

მზე ჩაესვენა და დღეც ისე ჩუმად დაბნელდა;
ძალზედ აცივდა და თბილი კერის შოვნაც გაძნელდა;
ეს ზამთარია, შემოდგომა დიდხანს გაგრძელდა,
მუქი ღრუბლები კი დედამიწას ცრემლებს აფრქვევდა.

გარეთ აცივდა და ქუჩა ისე ცარიელია,
თვალებს გაახელ და სათქმელიც არაფერია,
გული გკარნახობს, ჩუმად გკარნახობს შენი მტერია;
ყველგან სიჩუმე და სიბინძურე, არსად გელიან.

უცბად დაჰბერავს ქარი ქუჩას და ხმაურს აჩენს.
არ ვებრალებით- ჩუმად ვიძახით- ბუნების გამჩენს
ის, ვინც ჩვენ დღემდე გვეხმარება და ისევ გვარჩენს.
ცოდვა არაა, ქუჩაში ვინმე ობოლად დაგვრჩეს?!

თუ აიხედავ მშვენებით სავსე ამ ღვთიურ ცაზე,
ნუთუ შეძლებ, რომ ამის შემყურემ იფიქრო სხვაზე;
თეთრი ფიფქები ეცემიან ციდან მიწაზე,
მშვენიერია ხომ ყველაფერი დედამიწაზე?!

35 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti