20.08.2014
........
39, Florence, Italia

ნუღა მებუტები!.. იქნებ აღარ ვიყო...

ხვალ, ზეგ წვიმასავით იქნებ გადავიღო,
მერე რას ვუშველით წარსულ მოგონებებს,
ალბათ ხელს ჩაკიდებ წყეულ მოჩვენებებს....
ნუღა მებუტები! ხელში ამიტაცე...
მაგრად ჩამიხუტე, წამით გამიტაცე...
ისევ მეთამაშე, თმებზე მომეფერე...
გულში ჩამიკარი, თორემ იქნებ მერე.............
მოდი შემირიგდი, ნეკი მომიწოდე,
ჩემთვის რა წმინდა ხარ, გულში რომ იცოდე...
გინდა? გამიწეწე თმები, შენ რომ გიყვარს?
შემირიგდი, თორემ გული ვეღარ იტანს...
მოდი შემირიგდი! მე მეტს ვეღარ გავძლებ...
აღარ გაწყენინებ არც დღეს, არც ხვალ.... არც ზეგ...
იქნებ მოგონებად გადაგვექცეს წლები,
არა, არ დამტოვო, ჩემო... გეხვეწები!!!

0 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti