dedas da mamas nu ganvusxvavebt, orive uyvars bavshvs.
46, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

დედა რომ მუდამ ზრუნავს მის შვილზე,
ამას რად უნდა თქმა.
მაგრამ, მამაც ხომ ჩუმი ნაღველით
მასში კლავს გულისთქმას.

დედა ხმამაღლა გამოხატავს დარდს
და გადმოაფრქვევს მას,
ამ დროს მამიკო გულდამდუღრული
მიეძალება სმას.

დედა სიხარულს ოვაციებით
ხმამაღლა უკრავს ტაშს,
მამა კი მშვიდად, დინჯი ღიმილით,
თავზე ხელს უსვამს ბავშვს.


დედას და მამას ნუ განვუსხვავებთ,
ორივე უყვარს ბავშვს,
თუ დედის ადგილს მამა ვერ შეცვლის,
დედაც ვერ შეცვლის მას!!!!

19 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti