ჰო მე კვლავ გონება დამებინდა
33, Batumi, Georgia (ent. Gruusia)

ვიცი... გამარჯობით არ დავიწყებ,
ჰო, მე ის უმსგავსო პოეტი ვარ,
ბებო რომ გიქსოვდა შალის წინდებს
და რომ დაგცინოდი მოედნიდან -

სადაც ისევ ერთად ვთამაშობდით,
წყენა-გაქარწყლებულ არტემიდას,
მე რომ აგიშალე ბოლო ნოტი,
წვიმა რომ გდიოდა თვალებიდან.

ახლა, ისევ ლექსით ვიცვლი სახეს,
შენი მოფერების პოვნა მინდა,
ჩვენ ორს სიყვარული დაგვიმარხეს,
ღმერთთან ვერ მოგწვდები არტემიდა.

ვიცი... მშვიდობით არ დავამთავრებ,
ჰო, მე კვლავ გონება დამებინდა,
ბებო რომ გიქსოვდა შალის წინდებს,
მე კი დაგცინოდი არტემიდა....

4 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti