gaxsovdes qali mainc qalia
63, Florence, Italia

რომ არ დაუჭკნოს სული დარდებმა
ქალს გაფრთხილება მარადმჟამს უნდა ,
თორემ შენს ხელში ისე დადნება
ვითარცა თოვლის უმწეო გუნდა.
ქალი ოცნების ჯადოქარია,
ქალს ნუ ჩახედავ თვალებში მრუდად,
გახსოვდეს ქალი მაინც ქალია,
მოფერება და ალერსი უნდა.
ქალი ყვავილს ჰგავს გიშრის ხალიანს,
ვისი ღიმილიც შენ ასე გსურდა.
ქალი სიცოცხლის ნაპერწკალია
და რომ არ ჩაქრეს , სხვა სითბო უნდა.
ქალი მზეა და არა მყინვარი,
ქალს ნუ შეხვდები განრისხებულად,
ყველა ქალი ხომ ამაყი არის,
ამაყი არის თავისებურად.
ქალი ფარია , ქალი ხმალია
შენი მხსნელი და მფარველი მუდამ.
გახსოვდეს ქალი მაინც ქალია,
მოფერება და ალერსი უნდა..

0 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti