//////////////////
44, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

უშენოდ– აუხსნელი გრძნობა მეუფლება

თითქოსდა რაღაც აკლია სულს,

დიდი, უნაპირო სევდა მეუფლება

და დიდი ლოდი მიმძიმებს გულს.

უშენოდ–თითქოს მზეც კი არ მზეობს

და აღარც მთვარე მინათებს გზას,

უშენოდ–თითქოს ჩიტი ვარ უფრთოდ

და ვეღარ ვიქნევ ორივე ფრთას.

უშენოდ–თითქოს დღეც კი ღამეა

არ ციმციმებენ არც ვარსკვლავები,

უშენოდ–თითქოს თევზი ვარ უწყლოდ

და უხატებოდ სალოცავები.

ამ ყვავილებმაც დაჰკარგეს სუნი

არ ჭიკჭიკებენ აღარც ჩიტები,

ამ სიცოცხლემაც აზრი დაკარგა

უშენოდ– კარგო მე ვერ ვიქნები!

6 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti