საქართველოს მოქალაქის ცემისა და აზერბაიჯანის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ხუთი ეჭვმიტანილია დაკავებული.
როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები წერენ, დაკავებულების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა პნევმატური პისტოლეტები და სხვადასხვა ტიპის იარაღის 30-მდე ვაზნა ამოიღეს.
რუსული მედიის ცნობით, დაპატიმრებულთა დაკითხვა წუხელ გვიან ღამემდე მიმდინარებდა. სამართალდამცველები ჩხუბის მიზეზს ადგენენ.
დაკავებულები აღდგომა ღამეს კავკასიური წარმომავლობის სამ ახალგაზრდას დაესხნენ თავს. დაჭრილი ქართველი, მოსკოვის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ვინაობა არ სახელდება.
მთავარი ვერსია, რომელიც მედიაში განიხილება - ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულია.
Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!