უჩაჩქნოდ, პიროფლიანნი...
70, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

( ნოდარ თეთრაშვილსა და კახა ნამგალაურს)

ო, რა სხივები მომფინეთ,
როცა გულს სევდა მებურა,
უჩაჩქნოდ, პიროფლიანნი
მტერს ეცემოდით მგლებურა!
ერთმანეთს დაუზურგულეთ,
ერთი ბრალია ჭამაშიც,
ისე გიხდებათ მტრის სრევა,
ვით მაყრს ცეკვა-თამაში!
ნახმლევი შუბლის ჯვარიდან
სისხლის და ოფლის ღვარები
მოგჩქეფთ ვით სვეტიცხოვლიდან
დარისხებული ზარები!
არ შეარჩინოთ უწმინდურს
დედა ღვთისმშობლის გინება,
შიშით დაზაფრავს ეგ თქვენი
ხარული შემოკივლება!
გიცქერთ, ლამაზი მხარ-მკლავი
სალ კლდეებად გაქვთ ნაგები,
დადიხართ, მხრებით გიჭირავთ
ქართული ზეცის თაღები!

6 näyttökertaa
 
Kommentit
EKA3EKA 02.03.2011

დადიხართ, მხრებით გიჭირავთ
ქართული ზეცის თაღები!..

chatilion-matan chatilion-matan 03.03.2011

მოგესალმებით!. დედის დღეს გილოცავთ! მიხარია ასე ერთგულად რომ კითხულობთ ჩემს ლექსებს! ღმერთმა გაგახაროთ!

galaxyca 03.03.2011

გიცქერთ, ლამაზი მხარ-მკლავი
სალ კლდეებად გაქვთ ნაგები,
დადიხართ, მხრებით გიჭირავთ
ქართული ზეცის თაღები!

EKA3EKA 03.03.2011

გმადლობთ მოლოცვისთვის...გაიხარეთ...

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti