ლექსების და ქალის ფასი ...............
37, Kutaisi, Georgia (ent. Gruusia)

შენ ხომ არ იცი

შენთვის ბევრჯერ ვის უტირია
არც ის არ იცი შენი დანახვა ვის უხარია
ისიც არ იცი შენით გული ვის უძგერს ჩქარა
არც ის არ იცი ვის ეყვარები ამ ქვეყნად მარად!
თუ ნაწყენი ვარ,
თუ გიბრაზდები,
გთხოვ, რომ დამითმო,
ცივი თითები ლოყაზე მომადე -
მინდა გაგითბო.
შენი თვალების
შუქი, მუსიკა -
ნეტავ რომელი?
ცისფერი ზღვა და მისი სიღრმე
განუზომელი.
თუ გებუტები,
ნაწყენი ვარ,
გთხოვ, რომ დამითმო,
იცი, ლექსების ჩრდილით მინდა
სული გაგითბო.

11 näyttökertaa
 
Kommentit
guga1234 27.06.2012

დრომ მოიტანა ეს გულის ფეთქვა
დროვე წაიღებს,,,იყოს...
ჩემსავე გულში დავიმარხები
შენ კი, ვერაფერს იგრძნობ..

guga1234 20.06.2012

“ეჭვი მაქვს”-მითხრა ღამით
აბაგუნებულ გულმა,
-”მგონი ამ გოგს სახით
შეგვიპყრო სიყვარულმა” !!!

guga1234 guga1234 20.06.2012

მემგონი ბოლო სტრიქონში "ვ" ზედმეტია არა?

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti