მადლობა ბებოს
32, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

შეიძლება დღემდე შენ არ მიცნობდი,

ამაგს წევდი ჩემთვის და ეს იცოდი?

ქვეყანაზე არ არსებობს სიკეთე,

იმისთანა რაც შენ მე გამიკეთე.


მთელი
შენი ცხოვრება რომ მას მიაკუთვნე,

მისით ცოცხლობ, ეგ სიცოცხლეც მას დაუთმე,

21 წლის მანძილზე დღეისთვის ირჯებოდი,

წამებით და დიდი შრომით ისჯებოდი.


უშიშარმა
სიამაყით მძიმე ტვირთი აწიე,

ბევრს ცდილობდი, ბევრი შრომაც გაწიე,

ცხოვრებისგან დაჩაგრულს, მუდამ გული გწყდებოდა,

წინ იწევდი, იცოდი რომ მისი ბედი წყდებოდა.


რამდენჯერ
ძირს დაცემულს შეუმშრალე ცრემლები,

გაუღიმე, ჩაეხუტე და მოხვიე ხელები,

ცხოვრებაში გვერდით ედექ ფეხზე წამოაყენე,

გაიჭირვე, დაეხმარე, სწორ გზაზე დააყენე.

მაინც მიკვირს, ასე კარგი როგორ აღზარდე,

მეც ვიბრძოლებ და შენ რომ არ დაგზარდე,

ახლა მე შევასწავლი, მათ შორისაც სარდლობას,

თავის დახრით გადაგიხდი ბებო უღრმეს მადლობას.

0 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti