შენ არაფერი არ იცი...
50, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

შენ მონატრება რა არის იცი?

როცა შორს არის და მასზე დარდობ...

შენს საგულეში ვიცი სხვა არის,

ეს ვიცი მაგრამ მე მაინც გნატრობ.

დიდი ტკივილი რა არის იცი?

როცა დღე და ღამ ფიქრებში წვალობ,

გთხოვ, მომისმინე, მოეშვი სიცილს,

შენ ხომ არ იცი მინდა გასწავლი.

უზომო სევდა რა არის იცი?

თუ არც ეს იცი გაშოროს ღმერთმა,

ტკივილი, სევდა სიშორემ იცის,

ეს ყველაფერი მე ვიცი ერთმა.

შენ მოლოდინიც არა გცოდნია,

როცა არ იცი მოვა თუ არა,

და მასთან მისვლა შორზე შორია,

შენ არაფერი არ იცი არა...



4 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti