მარტოობა მონატრება სევდა
33, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

კიდევ ერთი დღე მიილია უშენოდ
ისევ დაღამდა რაღაცნაირად უშნოდ
ვინ გაიგებს ჩემს განცდას
რა აზრი აქვს უშედეგო ცდას

ღამეა ჩუმი და თალხი
სოფლად მიჩუმდა ხალხი
იძინებენ ჟღურტულობენ ჩიტები
შენ მაწია ბარტყო როდის წამოიჩიტები?

დავრჩი მარტო გარინდებით
თქვენ ჩიტებო, გაფრინდებით?
გონებით გავყვები გზას
ერთ კონად შევკრავ ბზას

რა კარგია სხვაგან წასვლა
ანდა მაღლა მთაზე ასვლა
გაექეცი სულ ყველაფერს
ვეღარ იგრძნობ ვერც ვერაფერს

დასრულდა,აღარ ვაპირებ მოცდას
არ შევუშინდები არც ერთ გამოცდას
მორჩა დამთავრდა იმედგაცრუება
ვერ უნდა მაჯობონ ფლიდებმა-ცრუებმა

მე არ დავაკლებ არანაირ მცდელობას
ვიცი გამოიწვევს ხალხში მსჯელობას
ყველამ თავისი სათქმელი თქვას
მხოლოდ სხვებს ნუ ვესვრით ქვას.

6 näyttökertaa
 
Kommentit
rruru 18.05.2011

მე არ დავაკლებ არანაირ მცდელობას
ვიცი გამოიწვევს ხალხში მსჯელობას
ყველამ თავისი სათქმელი თქვას
მხოლოდ სხვებს ნუ ვესვრით ქვას.

ne-o-ni 18.05.2011

მომავლის იმედი არ უნდა დაკარგოს ადამიანმა

nata25 18.05.2011

კიდევ ერთი დღე მიილია უშენოდ
ისევ დაღამდა რაღაცნაირად უშნოდ
ვინ გაიგებს ჩემს განცდას
რა აზრი აქვს უშედეგო ცდას

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti