17.03.2014
                                         STUDENTI
31, Kutaisi, Georgia (ent. Gruusia)

ერთ სასწავლებელში სტუდენტი სასადილოში შევიდა. თავისუფალი ადგილი ვერ ნახა და პროფესორის გვერდით დაჯდა. პროფესორმა უთხრა:
– ბატი ღორთან არ მეგობრობს.
სტუდენტი:
– მაშინ, კარგად, სხვაგან გადავფრინდები.
პროფესორი შეურაცხყოფილი დარჩა და გადაწყვიტა სტუდენტი გამოცდებში ჩაეჭრა. გამოცდის დღეა. პროფესორმა სტუდენტს ყველაზე რთული ბილეთები მისცა, მაგრამ სტუდენტი შესანიშნავად პასუხობდა. ბოლოს ასეთი კითხვა დასვა:
– დავუშვათ, მიდიხარ გზაზე და დაინახე ორი ტომარა. ერთი სავსეა ოქროთი, მეორე კი ჭკუით. რომელს აირჩევ?
– იმას, რომელშიც ოქროა, – უპასუხა სტუდენტმა.
პროფესორი:
– მე კი იმას ავიღებდი, რომელშიც ჭკუაა.
სტუდენტი:
ვისთვის როგორ, ყველა იმას აიღებს, რაც აკლია.
პროფესორი გაბრაზდა და ჩათვლის წიგნაკში სტუდენტს ჩაუწერა: "ვირი".
სტუდენტი გავიდა, ცოტა ხნის შემდეგ კი დაბრუნდა, პროფესორს წიგნაკი გაუწოდა და უთხრა:
– თქვენ ხელი მოაწერეთ, ნიშნის დასმა კი დაგვიწყებიათ... :D

11 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti