უიმედო ოცნება
40, Kabul, Afganistan

უიმედო ოცნება
ვზივარ და ვფიქრობ როგორ დავიწყო,
გულის სათქმელი როგორ გავრითმო.
ვხვდები ვერ მოგცემ იმას რაც შენ გსურს,
ვერ დაგავიწყებ ნაცრისფერ წარსულს.

ისე მოკვდება ეს სიყვარული,
როგორც ყინვაში ვარდის ფურცელი.
ვარ უიმედო გალაკტიონი,
შეყვარებული ვით ფიროსმანი,

ვარ მოცარტივით გადარეული,
და ბეთჰოვენი გამორჩეული.
ხან პოეტი ვარ, ხანაც ფერმწერი,
ხან მოქანდაკე, კომპოზიტორი.

მქონდა ოცნება და მყავდი შენ,
უიმედო ვარ და სუსტი დღეს.
არა ხარჩემთან ვერ გკიდებ ხელს,
მაინც ვერ შევცვლი დაწყევლილ ბედს.

გაივლის დრო და გაივლის ტანჯვაც,
ალბად სრულდება ეს ჯვარზე გაკვრაც,
არ ჩანს იმედი, ბორკილი ამხსნას,
მეყო წამება, ბნელეთის კართან.

ვერ ვეზიარე სიყვარულს ლამაზს,
ღმერთთან ვაპირებ გრძნობებზე კამათს.
ვთხოვ მიპასუხოს მომცემს კი წამალს?
ვფიცავ დავუთმობ ფურცლებს და კალამს...

მომწყდა თვალიდან მე წვიმის წვეთი,
მკრთალი უმწეო და ერთადერთი.
არ მოყოლია მეორე წვეთი,
სადღაც სიღრმეში ვქვავდები, ვშრები.

იცი რას მივხვდი? მარტო არ ვრჩები
ბალიშს ჩავიკრავ და გავშეშდები,
თვალებს დავხუჭავ შენთან გავჩნდები,
გულში ჩაგიკრავ, აღარ გავქრები.

შენ დამანახე ჩემში ის ძალა,
რომელიც დღემდე ვერ დამენახა,
არ მომეც ნება ჭაობში ყოფნის,
და ამ ჭაობში ნელნელა ლპობის.

გთხოვ მაპატიო შენზე ოცნება,
ვიცი ვცოდავ და მეკრძალება.
მაგრამ ეს გული ვერ გემალება,
ღმერთს შვილი ვარ არ მემართლება?!

ვხვდები რომ შევცდი და შემიყვარდი,
ჩემ შეცდომაში ბრალს ვდებ მე არვის,
ესაა ბოლო ალბად ამ ამბის,
ოცნება გერქვა, ოცნებად დარჩი...!

19 näyttökertaa
 
Kommentit
anonimi 25.06.2011

კარგია კარგი მე მომეწონა *THUMBS UP* *THUMBS UP* *THUMBS UP*

nini-ko nini-ko 25.06.2011

madloba :-)

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti