დღესაც მთელი დღე წვიმს განუწყვეტლივ
34, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

დღესაც მთელი დღე წვიმს განუწყვეტლივ
და ირგვლივ ყველგან შავი ნისლია,
ამ დროს ამბობენ_ ანგელოზები
მიწას ზეციდან ჩამოტირიან...

ცა დაფარულა შავი ღრუბლებით,
ვარსკვლავთ ძაძები შეუმოსიათ,
ვიცი, რომ უკან არ დაბრუნდები,
მაგრამ მაინც შენს მოლოდინში ვარ.

გულს შემოაწვა სევდა რამდენი...
თითქოს გულშიდაც წვიმა მოვიდა,
შავი ნისლივით მფარავს ნაღველი,
ვიცი, ღიმილი არ გამომივა...

ტანზე მეცემა წვიმის წვეთები,
თურმე შენ ჩემთვის უცხო ყოფილხარ,
თვალებს მისველებს უკვე ცრემლები,
ეს ანგელოზის ცრემლი როდია...

გაივლის დრო და ალბათ სულ მალე
ნისლიც გაქრება, შავი ღრუბელიც,
უწინდებურად გამოიდარებს,
მაგრამ შენ მაინც არ დაბრუნდები

2 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti